December 06, 2009

პირდაპირი რეპორტაჟი საკვირაო წირვიდან

შემცივდა+ გადამიარეს და გადმომიარეს, გამწიეს-გამომწიეს "მორწმუნეებმა" რომ ერთმანეთი გადაეკოცნათ და ოჯახები მოეკითხათ შუა წირვის დროს.
ბევრი ხალხი იყო, საშჳნლად არ მომეწონა იმ ჭყლეტვაში უცხო ადამიანებთან ასე ახლო დგომა, არც ისე სასიამოვნო სუნების ყნოსვა და მემგონი ვინც გაციებული იყო, ყველამ მაშინ გადაწყვიტა იქ მისვლა და ახველეს და აფცხიკეს იქ. წირვის დასრულების მერე იქადაგა მამა ზაზამ და ისა, ჭკვიანი კაცია ძალიან : )
ქადაგება მორჩა, გალობა დაიწყო და მეთქი ვსე, წავედი აწი და თურმე ჯვარს უნდა ემთხვიო და ღვინიანი პური აიღო (მერე რა რომ ვერცერთ კომპონენტს ვერე ვიტანთ ვერც მე და ვერც ჩემი კუჭი :( პურს და ღვინოს ვგულისხმობ ). მიმაბრუნა ალეკომ უკან და ჩავდექი რიგში მორჩჳლად, რაღა მექნა. (ხო, ალეკო ჩემი უფროსი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია).

საერთოდაც, როგორ გავძელი დამთავრებამდე,ვერ ვხვდები, ისე ამტკივდა წელი დიდხანს ფეხზე დგომისგან, თან იმდენი ხალხი იყო, სკამს ვინ ჩჳვა, კედლამდე ვერ მივედი რომ მივყუდებოდი :(
თავი მტკივა-გული მერევა, ეტყობა წნევა დამივარდა ან ამივარდა, ნე ზნაუ.
სამხურში ვზივარ სრულიად მარტო, ისმის როგორ მოძრაობს მეტროს მატარებელი, ტაიმერზე 5 წუთი დამრჩა და დრო ვიხელთე რამის დასაწერად.

მოკლედ, ისეთი უარყოფითემოციიანი ვიყავი იქ, არამგონია მადლისმსგავსი რამე წამომყოლოდა იქიდან, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ჩემი საქმე, რისთვისაც ახლა ლაბში ვზივარ, ხუთიანზე გამოვიდა.
პ.ს. ზამთრიოს სქელი ნაჭრის კაბა რომ მაცვია, თავი დედამიწაზე ყველაზე დაბალი,სქელი და მახინჯი მგონია ხოლმე :( თხელები მიყვარს მარა მოვკვდები ვერ გადავიტან ქარის დაბერვას :s
პ.პ.ს. ჩემი კურსელი დავინახე, იმანაც დამინახა მარა ან ჩათვალა რომ მოველანდე, ან თუ მიცნო, იფიქრა, მეშლება ,შანასი არაა ეს ახლა აქ იყოსო. კიდე კაი, რაღაცნაირი გოგო იყო, არ მევასებოდა არასოდეს.

2 comments:

Chaotic said...

შენზე დალაგებული წარმოდგენა მაქვს და არ გადამრიო და არ მითხრა, რომ სასწაულს და ფეიერვერკს და ღვთის სახის ხილვას ელოდი მისვლისას. :D რაღაც ისეთს, woooow-ო რომ გაძახებინებს :D

საერთოდ, რაღაცის თუ არ გწამს, მის მოხდენასაც არ უნდა ელოდო :)

+ ვერ ვიტან, რა.. აი, ვერ ვიტან, ადამიანს რომ აიძულებენ რაღაცის კეთებას. ახლობელი მყავს ერთი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყურით მიათრევს რამდენიმეს წირვაზე. რომ, ტიპა "მოციქულობა" ყველა ჩვენგანის ვალია და "ცეცხლით და მახვილით" თუ არა, ლანძღვა-გინებით შეიძლება ვინმეს იძულება ტაძარში იაროს. :D

მე გირჩევდი, ღიმილით უთხრა, რომ არ გინდა, ვიდრე თავიდანვე უარყოფითად დამუხტული მიხვიდე და ის მომენტები გამოგეპაროს, რაც ლამაზია და კარგია და იმას მიაქციო ყურადღება, ვინ ვინ გადაკოცნა და ა.შ. ეგ სამწუხაროდ, ქართველი მრევლის დიდი ნაკლია. ბევრ სხვა მართლადიდებლურ და არამართლმადიდებლურ ეკლესიაში ვყოფილვარ და ყველგან სამარისებური სიჩუმეა ხოლმე. :(

პერწკლი said...

lol არა, უბრალოდ წესიერად მინდოდა მომესმინა და მენახა წირვა თავიდან ბოლომდე, ისე რომ ნერვი არ მომშლოდა და თავი არ ამტკივებოდა : (
ეკლესიაშჳ მადლი არის, ზოგადად. მე ვმშვიდდები ხოლმე იქიდან გამოსული და ამ ჯერზე არ გამომივიდა : ))
არ უიძულებია (თუ როგორც იწერება) ჩემი ინიციატივით გავყევუი მარა მრევლმა რომ გადამიარა ავიფოფრე მაგრად :)))))