November 29, 2009

შავი ზებრა და მორწმუნე (?) მე.

ცხოვრებაში დადებითს ყოველთვის უარყოფითი ცვლის, შავს თეთრი, ზებრასავით, ჩემი ზებრა კი მემგონი ამ ბოლო დროს გადაღებეს, სულმთლად შავია.

  • სამსახურში პრობლემები, რომლებიც ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩემი ბრალი არაფერი არაა და მაინც ჩემზე ტყდება. ისე ცუდად ვგრძნობ იქ თავს, თუ ასე გაგრძელდა, ჯანდაბას უფულობა, უნდა წამოვიდე. გული ყელშჳ მებჯინება,რომ მახსენდება.
  • ჩემი ძმა რომელიც ავად იყო, გამოჯანმრთელდა და მიყვირის, რას გამიჭირე საქმეო. (მკურნალობის ამბავში). ერთი კვირა წესიერად არ მძინებია და მადლობის მაგიერია.
  • დედაჩემი, რომელიც ჩამოვიდა და ლანძღვა-წუწუნის კორიანტელი მომიწყო.

ბოლოში რამე მინდოდა მიმეწერა დადებითი მარა არ გამახსენდა არაფერი.

პ.ს. ღმერთთან თამაში დავიწყე, მისი წესებით: ეკლესია-მარხვა. ვნახოთ ერთი რა გამოვა.

მე ღმერთის მწამს, მაგრამ ეკლესიის და ხატის მწამს თუ არა, არ ვიცი. კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებს გავს ერთი შეხედვით მსახურება... ვეცდები, ეგებ აღმოვაჩინო საკუთარ თავში რწმენიმაგვარი რამე. ვასრულებ რიტუალს ,მაგრამ გულსგარეთ, სანთელს ვანთებ და პირდაპირ "ღმერთთან" შევდივარ დიალოგში, იმის მაგიერ რომ ლოცვა წავიკითხო, ასე მეადვილება.

მოძღვარი ავიყვანე,(რა საშინელი გამოთქმაა ავიყვანე, ჯასთ მივედი) რეალობასთან კავშირი რომ აქვს, ისეთი. ისეთი ადამიანი სცემს პატივს, გამორიცხულია სხვანაირი იყოს. მარხვის კურთხევა ავიღე და დღეს პირველი დღეა. ძალიან ვცდილობ ნერვი მოვთოკო და როგორც მარხვას შეეფერება ისე მოვიქცე, წიპა სიფიცხე-გამკიცხველობა და მასეთები მოვთოკო მაგრამ ძალიან ცუდად გამომდის, თითქმის ვერ გამომდის. არჭამა მეორეხარისხოვანია, თუ დამერღვა, არაა ჩემი აზრით პრობლემა.

დამლოცე მამაო-მდე დიდი გზა მაქვს გასავლელი.

აღსარებამდეც.

ზიარებამდეც ალბათ.

ჯერ-ჯერობით ჯასთ დავდივარ.

არადა ჩემი დიდი ბაბუა მღვდელი იყო, ბებიაჩემის პაპა ანუ. პავლე. შვილებზე ვერაფერს ვიტყვი და შვილიშვილებს (ანუ ჩემ ბებიებს) რაც შეეხება, ერთი ბებია კატეგორიულ ათეისტად მოკვდა, მეორე, რომელმაც გამზარდა, ქრისტიანის და წარმართის საინტერესო ნაზავი იყო, და მესამე, რომელიც ცოცხალია, რამდენიმე წელია რაც მოინათლა. სადმე საიქიოდან თუ მიყურებს ალბათ როგორ უხარია პავლეს, მარა ჩ ემნაირი ცოდვილი შვილიშვილისშვილიშვილის ყოლა რა გასახარია,რეავიცი.

თუ ვინმე ყოფილხართ ასე, სიამოვნებით მივიღებ დახმარება-რჩევა-შენიშვნას, ოღონდ ზომიერების ფარგლებში და "უნდა"-ს გარეშე.

გარშემო მყავს მომარხულეები მარა იმათთან ლაპარაკი რიგი მიზეზების გამო არ მინდა, ამიტომ საერთოდ არ ვიღებ ხმას.

9 comments:

უბრალოდ said...

ახლოს ვარ შენთან
თუმცაღა
მე შენნაერი გაბედული ვერ/არ აღმოვჩნდი და ვერ/არ მივედი მაქამდე.
საინტერესოა რა გამოგივა
და რამდენად კარგი იქნება ის რაც გამოგივა .
კარგი რა - ანუ ”სულიერად თავისუფალი” შენთვის.
წარმატებებს გისურვებ!

ჯღპ said...

btw, ჭუის დარიგება არ მიყვარას მაგრამ...
იჯახის წევრებთან ცუდი ურთიერთობა შენი ბრალიც ხომ არაა რაღაც მხრივ?

იმიტომ რომ ძაან ბევრი არასწორად უდგება გარშემომყოფებს და ვერ ამჩნევს ამას, გონიათ ყველაფერი სხვების ბრალია.

ისინი რომ არასწორად იქცევიან არ ნიშნავს რომ შენ არ შეგიძლია საკუთარი ძალისხმევით უფრო ნორმალური ურთიერთობა დაამყარო მათთან.

დედაჩემის და მამაჩემის მაგალითზე: უამრავი წელია საშინელი ურთიერობა აქვთ, იმიტომ რომ მოქმედებენ იმპულსურად, ამბობენ იმას რაც ჰგონიათ რომ არის თავისი გადასახედიდან ”სწორი” და შესაბამისი. საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე თუ რა რეაქცია ექნება მეორე ადამიანს ამის გაგონებაზე. შენც ეგეთი რამე ხომ არ გჭირს, ანუ ნამეტანი ”ბუნებრივი” ხომ არ ხარ?
სანამ რამეს იტყვი ეცადე გაიაზრო რა რეაქცია ექნებათ მათ, შეფუთე სათქმელი კარგად, და ძველი გამოცდილება გაითვალისწინე. თუ შენ ძმას, მაგალითად, ერთიდაიგივეს ხშირად გამეორება არ უყვარს(ისე ეგ არავის არ უყვარს), ნუ დაუწყებ ტყუილად ტვინის ბურღვას, არ ექნება შედეგი.

ზოგადად ეცადე უფრო მეგობრული იყო, ელაპარაკე ღრმა თემებზე, გამოხატე სიყვარული.
თუ ისინი აგრესიულები არიან ესეგი ცუდად არიან. როცა ადამიანს პრობლემები აქვს მაშინ არის ყველაზე აგრესიული ახლობლების მიმართ. მათი რაღაც ტკივილის გამოძახილია ეგ აგრესია და არა იმის რომ შენ ეზიზღები. გაითვალისწინე ეს ყოველთვის როცა უხეშად მოგმართავენ. სერიოზული და მშვიდი იყავი.

მე არ ვიცი რეალურად რა სიტუაციაა მანდ, შეიძლება ვბოდავ რაღაცეებს მაგრამ... დაფიქრდი უბრალოდ. წარმატებები ;)

გურამი said...

ცუდი, ნეგატიური.. ჰმ.. დავიჯერო მარტო მე ვუყვარვარ ასე ღმერთს თუ რაშია საქმე? :) ჩემს ცხოვრებაში შავი ზოლები ძალიან იშვიათადაა, ამიტომ ერთს გეტყვი მარტო: გაგივლის.

გურამი said...

ცუდი, ნეგატიური.. ჰმ.. დავიჯერო მარტო მე ვუყვარვარ ასე ღმერთს თუ რაშია საქმე? :) ჩემს ცხოვრებაში შავი ზოლები ძალიან იშვიათადაა, ამიტომ ერთს გეტყვი მარტო: გაგივლის.

nastasia said...

is,rom dacerili locvebis alternativad shen laparakob gmerttan mgoni kargia,anu egre ufro gagiadvildeba imis tqma,rac gchirdeba da miigeb imas,ris gamoc daicye mand siaruli. . .

da tu mixvdebi,rom ragaceebi cnevas gigdebs da zalas gaclis,ubralod iq daicye merttan laparaki,sadac iqnebi da ara rame konkretul adgilas,konkretul dros (kviras 9se magalitan,samebashi). . .
maincdamainc kanonikurad ar jgers,magram funqcionirebs :)

bevvri simshvide da bednierad shem :)

Chaotic said...

გაგეცინება, იმდენ საერთოს ჩამოგიწერ. :D

საკმაოდ გვიან მოვინათლე. ეგრე ნელ-ნელა დავიწყე მეც. მარხვისას საჭმელზე უარის თქმა იყო ყველაზე იოლი, შენი არ იყოს. მარხვა საჭმლის არჭამა და "სამარხვო ხაჭაპურის" ყიდვა რომ არაა კი ვიცით.

ნერვების მოთოკვაში ვარ დიდი შტერი :D

ასევე მაქვს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ძმასთან და რჩევები, როგორიცაა "იქნებ შენ დათმო და კიდევ ერთხელ დათმო" შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს წამოცდეს და აღმოხდეს, რომელსაც მსგავსი რამ არ ჰქონია. ასე რომ, მესმის შენი. თუმცა, მინდა გითხრა, რომ შენ გაცილებით ლაითად გაქვს საქმე. :D ოდესმე დიდი პოსტი უნდა დავწერო მაგაზე.


მერე მქონდა საკმაოდ აქტიური მზიარებლობის პერიოდი. აი, ისეთი "ახალმისულის ხიბლში ჩავარდნის" ეტაპს რო გაცდები უკვე...


მერე მქონდა ჩავარდნის პერიოდი რიგ მიზეზთა გამო და არ ვზიარებულვარ 2 წელია უკვე. არც აღსარება მითქვამს... ათენში მეგობარმა მითხრა, რომელიც ერთ-ერთი საღად მოაზროვნე მორწმუნეა ჩემს ნაცნობებში, 5 წელი ვიყავი ეგრეო. რაც დიდი დრო გავა, მით უფრო გაგიჭირდება მისვლაო და ისე აგიხდეს ყველაფერი...



ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მოგცე, არის "უნდა"-ს შემცველი :D

ანუ, არ უნდა ეტაკო საკუთარ თავს და იმაზე მეტი მოსთხოვო, ვიდრე შეგიძლია, თორემ საშინელი ფრუსტრაცია იცის.
მამენტ არც მოძღვარი მოგთხოვს მაგას... ნელ-ნელა...


ოოდა, ასე :)

Chaotic said...

რაც შეეხება ზოგადად ლოცვას, ვერაფრით ვმეტყველებ მაგ დროს ჩემი საკუთარი სიტყვებით. აი, არ გამომდის და ჰა...

Int3lig3nt said...

პერწკლი
არც გეხუმრები და არც რამე მიკიბ-მოკიბული.
უბალოდ მაინტერესებს :).

სამარხვო შოკოლადის და გემრიელობების ჭამაზე რას ფიქრობ?

პერწკლი said...

inteligent

ლოლ რასაჭირო იყო ამხელა შესავალი )))

შოკოლადი ზოგადად, სამარხვოა, მერე დაუმატეს მაგას პრიბამბასები.

რაც შეეხება სამარხვო მილიონტრიტა ნამცხვარს, მაიონეზს, ყველს, კარაქს, "კატლეტს", ნაყინს და არ მახსენდება კიდევ რას, ფარისევლობაა.
მარხვა ხორცის დაკნინებას ნიშნავს სულის სასარგებლოდ და არა ტვინის გავარჯიშებას ხორცის გამოკვების მიზნით.