ბათუმი უკან მოვიტოვეთ და ავმწვანეკონცხდით, ნამყოფი მემგონი მარტო მე ვიყავი.
შესვლა უნამუსოდ ძვირი ღირდა, მთეეელი 6 ლარი. (ბაღში შესასვლელად ძვირია, იმჰო) დაცვამ, სტუდენტები თუ ხართ, ლარად შეგიშვებთო და წივწივამ უცებ: სამი სტუდენტი და ერთი არაო და ანდროზე მიათითა, არადა ანდრო ისევე გავს არასტუდენტს როგორც მე იაპონელ მანდარინს. მაშინ-9 ლარიო.
გადავწყვიტეთ რომ ეგეც ძვირი იქნებოდა და სანაპიროსკენ ჩავისეირნეთ, იქნებ საიდანმე შევპარულიყავით. გზადაგზა კლდეზე დაკოფსებული რკინის კიბე დავინახეთ და ყველა ზედ აფოფხდა. მე ცოტა წავიპანიკე, მერე ჩემი ფოტოაპარატი ანდროს ჩავიბარე და ცხოვრებაში მეორედ შეგნებულად შევთხოვე ღმერთს, ოღონდ ახლა გადამარჩინე თქო, თან გულში წივწივას ვხოცავდი, იმას მოაფიქრდა იქ გადაფოფხება.
ნუ თავიდან კიდე არაუშავდა, მოაჯირი იყო და მერე მაღლა-მაღლა რომ ავიდა, აღმოჩნდა რომ იატაკი ორ ადგილას დაჟანგული და ჩავარდნილი იყო.
წარმოიდგინეთ, ქარი უბერავს (ხო კაი, ნიავი) მე ცურვა არ ვიცი, პლიუს სიმაღლის მეშინია პლიუს რაღაც ჩინური ფეხსაცმელი მაცვია. ასე ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ შემშინებია, ბოლოს მაშინ, როცა პარაპლანით გაფრენას ვაპირებდი და დაღმართზე გაქცევისას კინაღამ ავილეწე.
მუხლების კანკალით გადავფოფხდი, დანარჩენები კიდევ ისე გადასეირდნენ, შემშურდა.
ასეთი მყუდრო ყურე იყო მეორე მხარეს, მხოლოდ ერთი ცალი მოხუცი ვარჯიშობდა, რაღაც უმოქმედო კაფესავით იყო, ორსართულიანი, მის ზემოთ ცოტას თუ გაიჭირვებდი და კლდემდე აფორთხდებოდი, წყალი მოდიოდა, კარავი შეგვეძლო მეორე სართულზე, ხის ვერანდაზე გაგვეშალა, წვიმისას თავშესაფარიც იქნებოდა და ლამაზი ხედი+მშრალი დასაჯდომიც გარანტირებული იყო.
მაინც ვყოყმანობდით, დავბანაკებულიყავით თუ არა, ნაგავი ეყარა ბევრი, პლიუის გვანცას მაინცადამაინც არ მოეწონა ადგილი, არც მე, მაგრამ წასვლაც მეზარებოდა...
ამასობაში გაგვახსენდა ღვეზელების გამყიდველთან დატოვებული ჩანთები და წავედით უკან, პლიუს იმდენი ვიწუწუნე, შესვლა გადავწყვიტეთ პარკში.
შესასვლელში ჩვენი უზარმაზარი ჩანთების დატოვება გვინდოდა, დაცვა იყო, იტირებ, უჟმური, გაუცინარი, თუ რამე, პასუხს არ ვაგებთ დანაკარგზეო, ჯანდაბასნუ აგებთო და შევტენეთ მაინც ,აბა თან ვერ ვათრევდით, მძიმეები იყო.
რუკაც ვიყიდეთ, კარგი ხარისხის, მარგამ ხოტა აბნეული, ან მე მომეჩვენა.
პარკში რატომღაც უცნაური ტემპერატურა იყო, ალაგ-ალაგ ძალიან თბილოდა, ზოგ ადგილას კიდევ კააარგად ციოდა.
ეს წივწივამ დაინახა, ვაშა, მანდარინებიო თუ რარაც ასეთი დაინახა და უცებ ჩავარდა დაღმართზე, ხეზე აფოფხდა, ტოტები დაატეხა და მოდიოდაბოტანიკურ ბაღში ხეს ტოტები მოატეხე თქო ისეთი ამბავი დავიწიე, სასწრაფოდ მოაშორა ნაყოფი ტოტებს და მიმტკიცებდა არ მომიტეხია მოგეჩვენაო ))))
თავიდან დიდი უარი გამოვაცხადე ჭამაზე, შემეცოდა ასე ველურად დაკრეფილი (არადა როგორ მშიოდა), მარგამ მერე გავსინჯე და უგემრიელესი იყო, ტკბილი-ტკბილი, მაგრამ ისეთი ჯღანი.
ვებრი სურათები ვერ გადავიღე, სწრაფად შემოვირბინეთ პატარა მონაკვეთი. რუკა კი მოგვცეს, მაგრამ როგორია დაღლილზე ადი ასფალტიან აღმართზე და მერე იგივე გზა უკან. ძველი საბაგიროს ნარჩენები ჩანდა, აი ვინმემ რომ აამოქმედოს, რა მაგარი იქნება, ახვალ ზემოთ და მერე ნელ-ნელა ჩამოსეირნდები ფეხით.
გზადაგზა ვიღაც გაუგებარი ეროვნების და წარმოშობის ქალები და კაცები შეგვხვდნენ, შპიკლებზე ამხტარი და დამაკიაჟებული, პოზა-პოზა იღებდნენ სურათებს.
ძროხა ბორტანიკურ ბაღში, wtf?
ტრადიციული ხედის არატრადიციული ვარიანტი )))
და ტრადიციული ხედი.
ყველა, ვინც აქაა ნამყოფი, ამ ადგილას სურათს იღებს ან უღებს.
პ.ს. იგივე დღეა, რაც ბათუმში ,ზღვაც არაა თითქოს შორს, მაგრამ ეს კურჯი და ფუსთაა, ბათუმში კიდევ ტალახიანი.
ჯუსტ, მიყვარს ხეები, ფოთლები და მსგავსი მახათობები, განსაკუთრებით ლამაზ ფონზე.
პარკში რუკაცაა
და ნამეტანი შეთეთრებული მახათობები კიბეების წინ
ერთგან შევისვენეთ, მზეზე წამოვწექი, ბამბუკის სკამზე და მემგონი ჩამეძინა, მზე მათბობდა, ტყე-პარკი ხმაურობდა, რაღაცეები დაბზუაობდნენ, ბავშვები იქვე ისხდნენ, მაგრამ ხმები არ მოდიოდა, ჰაერში გაზაფხულის და ტყის სუნები იდგა, მოლედ, იდილია )))
გვიმრანაირი. ამოსვლის მეთოდს დააკვირდით, ჯერ დახვეული რომ ამოდის და ნელ-ნელა სწორდება ფოთოლი.
ბეეევრი ღვიმრები იყო და სველი, არომატული სუნი იდგა ტყეში. ან მე მეჩვენებოდა, რომ იდგა, იმდენად მიყვარს გვიმრიანი ტყეები.
ჩემი ფავორიტი სურათი. ხეები მომწონს, დახავსებული წიწვოვნები, ჩემზე რამდენი ხნით უფროსები, ყველაფერი რომ ახსოვთ ))
ეს ისე, სკამის ხათრით გადავიღე, ისეთ უხერხულ ადგილას იყო ჩადგმული, უკან ხე პირდაპირ ზურგში ეკვეხებოდა. წინ ანდრო და გვანცა ჩანს მგონი, მე უკან დავრჩი საკმაოდ, საპატიო მიზეზი მქონდა.
წყაროსთან ჩასასვლელი ბილიკი, იქვეა წყარო, შესასვლელიდან 100 მეტრში, ძალიან-ძალიან ცივა პლიუს მოუვლელია და შეიძლება ფეხიც დაისველოთ, თუ არ იფრთხილეთ.წყარო რატომ არ გადავიღე, არ მახსოვს, სახლში რომ მოვდივარ, მერე მახსენდება ხოლმე, რამდენი რამე დამრჩა დაუფიქსირებელი.
და მერე ვიპოვე ფისო, ისეთი ნაცრისფერი, საყვარელი, თავისთვის იჯდა და ილოკებოდა. მწვანეთვალება. ჯერ სურათები ვუღე, არ გამომდიოდა, მემალებოდა, მერე ხელი ვტაცე, ვეფერე,ვეფერე, უზარმაზარი კი იყო, მარგამ მსუბუქი და კრუტუნა, თათებს პრიხავდა სიამოვნებისგან, რომ ვეფერებოდი. აი კატებმა რომ იციან, კლანშების მორიგეობით გამოჩენა-დამალვა+კრუტუნი.
მე მემგონი კატა-ტური მქონდა, იმდენი კატები ვნახე )))
რეალურად, პარკში ასვლა მემგონი მარტო მე მინდოდა, იმდენი ვიწუწუნე, შევედით და მერე ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, 10 ლარი გადავაგდეთ ნახევარსაათიან სეირნობაში.
უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, წყვილი შეგვხვდა და სავარაუდოდ იმ ადგილას წავიდა დასაბანაკებლად, სადაც ვაპირებდით, ამიტომ სხვა ადგილი უდნა მოგვეძებნა, ბიჭებმა იბოდიალეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს, ამიტო გადავწყვიტეთ ციხისძირში გადავსულიყავით...
5 comments:
ისა და.. რომ არ დამავიწყდეს ამით დავიწყებ: არ შეიძლება კომენტარები პოსტის ბოლოს იყოს?
ახლა თემაზე: მაგარი ვიცინე გრამატიკულ შეცდომებზე. ზოგიერთი სიტყვა ძლივს მივხვდი რას ნიშნავდა. მაგალითად "კურჯი" = "ლურჯი"
ისე უფრო ენაწყლიანადაც შეიძლება აღიწეროს მწვანე კონცხი, ულამაზესი ადგილი დედამიწაზე. თუ ისეთი დაღლილი იყავით, სად გქონდათ ამის თავი. :)
guram-იმდენად სწრაფად ვბეჭდავ, რომ მერევა ასოები და მერე გასწორებაც მეზარება, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ, :უსერ:
რაც მთავარია მიხვდი : )))))
კომენტარებზე ვერ მივხვდი, ანუ ჯერ სურათები დავყარო, მერე ტექსტი?
ულამაზო იქნება, მგინია :(
პ.ს.საქართველოში იმდენი ლამაზი ადგილი ვნახე უკვე, ვეღარ მელამაზება მწუნე კონცხი ისე ძალიან, თუმცა მეორე კურსზე რომ ვიყავი, პირდაღებული დავდიოდი )))
ramdeni simwvanea <3
p.s pirvelad vnaxe xeze mandarini :)
Zalian lamazi fotoebia!
am dros arasdros vyofilvar acharashi da vfiqrob bevric gamomitovebia.
zgvaaa :dorbl:
Post a Comment