April 26, 2010

აჭარული ტური ნაწილი I

ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს, შესაბამისად შევეცდები დიდი ხნის დაგვიანებით დავდო ბლოგზე აჭარული ტურის მოგონებები.
ხანგრძლივობა- 3ღამე
სირთულე-უმარტივესი (წვიმას თუ არ ჩავთვლით)
ღირებულება-სადღაც 100 ლარამდე საშუალოდ, თავისი ყველაფრით.
შემადგენლობა-მე, გვანცა,ანდრო,წივწივა, ანუ რაჭული (ნეხუიასებე) ტურის მონაწილეები.

ხოდა, 8 აპრილს ღამით, თუ სწორად მახსოვს, ბილეთები ავიღეთ, მოვახტით მატარებელს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (გვანცამ ჩათვალა რომ გვაგვიანდებოდა და ზუგრჩანთააკიდებულები ისეთები მივცვივდით ვაგონთან , გამყოლი აქეთ გვამშვიდებდა) და არამოდერნიზებული კუპეთი წავჩიქჩიქდით ურეკისკენ. სრული კოშმარიზაციაა საქართველოს რკინიგზა, იმჰო, ყარს, ბინძურია (მოდერნიზებული კიდევ უფრო ყარდა რატომღაც), ერთადერთი ღირსება ის აქვს რომ მთელი ღამე მშვიდად გძინავს და გარწევს.
არსად არასოდეს არ მძინავს ხოლმე ისე ტკბილად როგორც მანდ.


ურეკის სადგური
ურეკის სადგურში ჩამოვედით ღამის 4 თუ ხუთ საათზე, წყალი ავავსეთ, ტრასას დავადექით და გამყოლ მანქანებზე თევზაობა დავიწყეთ. იმდენმა ტრაილერმა და მსუბუქმა მანქანამ გაგვიქროლა, გვისიგნალებდნენ და ხელებს შლიდნენ, ააბა სად ჩაგსვათო, ტრელიერები თითქოს აჩერებდნენ, ისეთი ილუზია იქმნებოდა ახლო მოსვლისას, მაგრამ აპიპინებდნენ და მიდიოდნენ, ბიჭებმა ახალი პროფესია, პიპოლოგობა აითვისეს და პიიპ-ებს თარგმნიდნენ ადამიანურ ენაზე. (თუ დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, ძვირს არ ითხოვენ).


უკვე გათენდა, გზად ქობულეთისკენ
თუ ცოტა ვიარეთ რაღაცის და ბათუმის გზაგასაყარიც გავიარეთ (გეოგრაფიული კრეტინიზმი მჭირს, ვერასოდეს ვერ ვიხსენებ, რას გავივლი ხოლმე გზად) და საჭმელად დავსხედით, ცოტა ენერგიები მოვიკრიფეთ და თავიდან დავიწყეთ თევზაობა. შოოორს უკვე ქობულეთის ლამპიონებიც კი ჩანდა.

ჯერ ისევ გურია.


ვთევზაობ "პაპუტკებზე"

ბოლობოლო გაგვიღიმა ბედმა და მარშუტკამ გააჩერა... ცხოვრებაში ასეთი უძილო ადამიანი პირველად ვნახე, ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, ვაიმე ვამპირი მანიაკი თქო (მეც მეკლდა ძილი :უსერ: ), ლაპარაკის თავიც კი არ ქონდა, თავს იქნევდა ან ხელს, ზომბივით იჯდა და საჭეს ეყრდნობოდა. ერთგან ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა და მუმიასავით დაბოდიალობდა, თეთრი სახვევებიღა ეკლდა. წივწივამ ტვინი გაუღუნა, არ ჩაეძინოსო და რაც რამე გაახსენდა, ყველაფერი თქვა, მძღოლის რეაქცია-0, ერთადეთხელ გაიქნია ხელი და ავტოსადგურში აღმოსთქვა: აქედან ყველაფერი წაგიღებთ ბათუმში ერთ ლარადო. (ანუ ქობულეთამდე მიგვიყვანა).









ბათუმამდე მარშუტკით მივედით, მე წინ ვიჯექი და მთელი გზა პატიოსნად მეძინა+ ვიღაც დებილი ექაჩებოდა ჩემს რუგზაკს, პერიოდულად თვალს ვახელდი და ვუჯიკებდი ხოლმე. ბათუმი წვიმიანი დაგვხვდა და გულს შემოგვეყარა.
ზემოთ სურათძე დილის 8 საათია, ყველაფერი დაკეტილი, წვიმაშ ხაპუნობს, ჩვენ მუსიკალური მაღაზიის აბრის ქვეშ ვდგავართ და გამოსავალს ვეძებთ.


გამოსავალი გვანცამ იპოვა, ახლობლებს დაურეკა, უფრო სწორად დედას დაარეკინა და წავწვიმავდით და გუბეტოპავდით, შევუცვივდით მასპინძელს სახლში, რომელიც ცალთვალგახელილი დაგვხვდა, ისე ეძინებოდა, ჩვენ სველები, გაბონძღილები, დივანზე დავსხედით და ცხელი ყავა-ჩაი-კაკაო დავლიეთ, მერე მე თავი მივდე და დამეძინა, ლაპარაკი მესმოდა და იმ ფრაზაზე "თქვენ აქ დაიძინეთო" ვჭყიტე თვალი, მეთქი ვაშა!
ბიჭებისთვის ბარის უკან დიდი ოთახი გაამზადეს და გოგოებს იმათ სახლში უნდა დაგვეძინა, მაგრამ ჩვენც იქით შევეტენეთ მასპინძლის გაკვირვებების და პროტესტების მიუხედავად. მე და გვანცა ტრადიციული მენტალიტეტების გათვალისწინებით, ერთ დიდ ტახტზე, წივწივა და ანდრო პატარა პაჭაპუჭა რაღაცეებზე.



ეს ისევ მივჩიქჩიქობთ დილის სველ და ჭრელ ბათუმში.


რამდენიმე საათი ძილი გვეყო, მერე ჩანთები დავუტოვეთ მასპინძელს, გავაბოდიალეთ, ვჭამე ჩემი პირველი აჭარული ხაჭაპური,( სადაც შევედით მეტი არაფერი არაფერი გვაქვსო) ჯერ უკვერცხო იყო, მერე კარაქი მოვაცილე და მერე მარილი მოვაყარე, უმარილო იყო ყველი, მოკლედ, ვიცოდი რა, რომ არ მიყვარდა აჭარული ხაჭაპური, გუმანით ყოველთვის ვგრძნობდი.
მაგრამ ისე მშიოდა, ნახევარზე მეტი მაინც ვჭამე, ანდრომ იმდენი იწუწუნა სანამ ჰოთდოგი არ მოვუნახეთ, რომლის გამყიდველსაც რატომღაც ასანთი არ ქონდა, მერე კარი მოგვიჯახუნა და საიდუმლო რიტუალი ჩაუტარა იმ სენდვიჩს.

აჭარული ხაჭაპური, არადა რა მადისაღმძვრელად გამოიყურება, იფ,იფ...

შემდეგ ვისეირნეთ, ვიბოდიალეთ, ზღვა მოვინახულეთ...



















ჩემდა გასაკვირად, უსეზონობის მიუხედავად სისუფთავე და მოვლილი ბულვარი დაგვხვდა, აწი ბათუმს საქართველკოს ერთ-ერთ სუფთა ქალაქად ვაღიარებ.






ზღუა.
პ.ს. არ მიყვარს ზღვა, უფრო სწორად, ბათუმის ზღვა, ჭუჭყისფერია.


სამაგიეროდ რიჟა კენჭები ვიპოვე

ახალი სასტუმრო...


ლამაზად განათებული მათხოჯობა, იმჰო.



მასპინძლის მეზობლის ფისო, ასეთი გაკვირვებულსახიანი კატა პირველად ვნახე. პატრონმა, ძაღლივით კუდში დამყვება,სადაც წავალ,მომყვება და მელოდებაო. მე არ მომეკარა, მშიშარა!
საღამოს მასპინძელი წასული დაგვხვდა, ჩანთებიც ტყვეობაში იყვნენ, ისევ იმ უკანა ოთახს მივეკედლეთ და დავიძინეთ, წივწივას ძილ-ღვიძილის რეჟიმი რატომღაც არასოდეს ემთხვევა ჩვენსას, საბოდიალოდ წავიდა და დაღამებულზეღა მოვიდა.



მეორე დღეს, დილაადრიანად აღვსდექით და დავიძარით მწუნე კონცხისკენ. ბილეთები უნდა გვეყიდა პლიუს ბაზარი მოგვევლო, შესაბამისად, ცენტრიდან დაწყებული, უკანა მხრის ქუჩებით დამთავრებული ყველაფერი მოვაბოდიალეთ და



ამის


ამის


ამის მერე იყო ისეთი წუმპეებიანი ქუჩები, რომ სირცხვილით აქ ვერ დავდებ, რას იტყვიან შემთხვევით შემოსული იუზერები :უსერ:
იმედია ზაფხულამდე გარემონტებენ...



ეს სასტუმრო მომეწონა.


ფუსიკატა ვინმე ნადეჟდას თუ მსგავსსახელიან რუს ქალს ეკუთცნოდა, სანამ წივწივა ჩანთების საყარაულოდ დავტოვეთ და ჩვენ ბაზარში დავდიოდით, გაიცნო, მერე სახლში მივყავდით ჩაიზე და მთელი ამბებით ვეუბნებოდით უარს.



წივწივა და მისი ჩანთა, ბათუმურ მატარებელოპროპკაში მოვყევიტ და ისვენებს.



აი, მატარებელოპროპკა.




მე რისი მე ვიქნებოდი, კათოლიკურ ეკლესიაში ცხვირი არ შემეყო, რარაც ჟურნალებიც კი ავიღე, იქვე შესაწირი იყო და შეწირე და აიღეო, ვირაც ქალმა. მთელი გზა ვათრიე, ბოლოს სარფში დავწვით, წაკითხვაც კი არ ეღირსა, დამეზარა და მემგონი არც მეცალა ჟურნალების საკითხავად.

ლამაზია, მაგრამ ისეთი... უსულო...







გვანცა და ანდრო მწუნე კონცხის მარშუტკის ყარაულში.

შემდეგ ნაწილში: მწვანე კონცხი, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და სასიამოვნოდ გაოცებული მე

6 comments:

Anonymous said...

არა მარტო სუფთა, მგონი ბათუმი საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალაქია.. ველოდები შემდეგ ნაწილს..მალე რა მალე :D

Natalia said...

მართლა რა ლამაზია ბათუმი!

გაოცებულსახიან კატას ჯერ მეც გაოცებულმა ვუყურე და მერე ბევრი ვიცინე :))

vasasi said...

მეც მომინდა თქვენთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ პოსტის დასაწყისში ცოტა შემცივდა.. :)

გურამი said...

ა, ასე რა! ადამიაან! ასეთი პოსტები მიყვარს მე. რომ მოგზაურობ ბლოგერთან ერთად გონებით. მერე კი გინდება რომ სხეულითაც ასე იარო. მერე გახსენდება რომ გეზარება და გეძინება და მიდიხარ დასაძინებლად. :(

Anonymous said...

rom vkitxulobdi isev mominda.. sicives ras sheexeva martla civi iyo pirveli dre, tumca danarchens mere ityvis perwlki imedia.. mec velodebi gagrdzelebas ..
gvanca var

Int3lig3nt said...

პერწკლი კარგი ფოტოები გაქვს ძალიან.
ღამის ფოტოებიც კარგი გამოგდის :).