May 07, 2010

R.I.P

არ ვიცი, რატომ
საიდან
ან როგორ
მაგრამ
დღეს, მგზავრობისას რაღაცის გეგმას რომ ვალაგებდი, ფორუმელი მექსი გამახსენდა და დღესღა გავაცნობიერე, რომ ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, მან კი თავისი ცხოვრება უკვე დაამთავრა.


სამი ახლობელი ადამიანი ისე წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, რომ არც კი "შევიმჩნიე", ტვინი ვერ ვაიძულე , ეღიარებინა, რომ მოკვდნენ. ანა ბებიას კუბოსთან ვიდექი და გულში ვიმეორებდი "მოკვდა,აღარაა, ვეღარასოდეს ვნახავ" და მაინც ვერ "დავიჯერე", რომ ასე იყო.

კარგა ხნის მერეღა მოვიდნენ დანაკლისები და "ნეტა"-ები, განცდები და ემოციები.

იმ ადამიანებიდან ორი ბავშვობასთან ასოცირდება და მართალია ხშირად არ ვნახულობდი, მაგრამ ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარდნენ და ვითომც არაფერი, თავი ვერ ვაიძულე მეღიარებინა, რომ მოკვდნენ.

:(

1 comment:

გურამი said...

ეჰ.. მექსი.. აფსუს თათა. რათა, ჰა?