December 16, 2010
15 years of Friendship
25 წლის ვარ და 15 წელია მათთან ვმეგობრობ.
ეს პოსტი რომ დავწერე, 22 წლისებივიყავით. მარი თითქოს სამუდამოდ,საქართველოდან წავიდა, ნინო თელავში დაბრუნდა, მე თბილისში დავბანაკდი და თითქოს აღარასოდეს გვემუქრებოდა შეკრებები...
მერე მარი ისევ დაგვიბრუნდა, დროებით.
ბერო კიდევ უფრო შორს წავიდა
ჩემი დისლოკაციის ადგილი-საქართველო, სამუშაო დღეებში-თბილისი, არასამუშაო-სადაც დამიღამდება.
შუაღამეა და მე ვზივარ ემოციებით გამოტენილი და მინდა ,რომ დავწერო,თუნდაც არავინ წაიკითხოს, ჩემს ბლოგზე პოსტები მხოლოდ ჩემთვის იწერება, ჩემი მოგონებებისთვის.
(ვიტყუები, მიყვარს, როცა კარგი ადამიანები მკითხულობენ).
სამივე 1985 წლის ზაფხულში დავიბადეთ, სხვადასხვა ქალაქებში, თვეზე ოდნავ მეტ შუალედში და მერე ისე მოხდა, რომ ერთიდაიგივე სკოლის ერთიდაიგივე კლასის მერხებს მივუსხედით და დავმეგობრდით.
ესენი ჩემიანები არიან, ჩემები, სისხლით ნათესავებზე კიდევ უფრო ჩემიანები.
ძალიან გამიმართლა, ჩემნაირ ასოციალურ და ტყიურ ადამიანს ასეთი ადამიანები რომ გადამეყარნენ. ჩემთან მეგობრობა ზოგადად, ძალიან ძნელია. და კიდევ უფრო ძნელი იმ ადამიანების მოძებნაა, ვისთანაც მე მინდა მეგობრობა.
ჩვენ ვზივართ ხოლმე, ვლაპარაკობთ ჩვენზე,ადამიანებზე, ცხოვრებაზე და კიდევ ვიცინით, ბევრს ვიცინით და იმას დავცინით, რომ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს და კიდევ იმას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიზეზშედეგობრივ კავშირშია და რომ ასეთი საინტერესო და ფერადია ცხოვრება და რომ ყოველთვის გვეგულება ერთმანეთი, თუნდაც ათასი ზღვის და მთის გადაღმა.
ვზივარ, ვლაპარაკობ და ძალიან მიხარია, რომ პროვინციულ ქალაქში გატარებულ ბავშვობაში მე ის ადამიანები ვიპოვე, ვისაც ამ ქალაქში მცხოვრებ ცხოვრებასთან არაფერი საერთო არ აქვს, ჩემსავით.
მარი-ყველაზე ქალი, ქალური ქცევებით და ემოციებით. უსაზღვროდ ენერგიული, თუ მოუნდა, მთას აიღებს და გადადგავს, ფანჯარას მიჩრდილავსო.
ბოლობოლო შევთანხმდით იმაზე, რომ ბერო მხოლოდ შორიდან ჩანს ბულკი (ქიშმიშიანი), სინამდვილეში კაი მწარე წიწაკაა. გაგვიჩალიჩა, ვიღაც ბიჭი შემოგვტენა და გვიმტკიცებს, ქმარიაო. ბერო, არ შეიცვალო,თორემ დაგკლავ! და შენს ქმარს უთხარი არც ისეთი უცხოპლანეტელი არაა, როგორც გეჩვენება თქო.
მე- ყველაზე თავგადასავლების მაძიებელი, მოგონებების კოლექციონერი, ემოციების მომგროვებელი .
იმაზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ, მე გოგო უნდა გავაცნო თუ ბიჭი, მარის ბიჭი უნდა, მე გოგო, ბეროსთვის სულერთია.
კიდევ იმაზე შევთანხმდით, რომ არასოდეს ვთქვათ არასოდეს..
ჩვენ:
ქერა ქალი
შავთმიანი სიმშვიდე
წითელთმიანი აუტანლობა.
p.p.s. კიდევ მყავს მეგობარი, მამრი, 5 წელია ვიცნობ თუ ექვსი, არ ვიცი, დათვლა მეზარება, მარა არამგონია გაუხარდეს აქ გამოჭიმვა. ხოდა თუ წამიკითხავ, ჩათვალე რომ შენც აქ ზიხარ :*
ასეთები ვიყავით
და ასეთები ვართ ახლა
პ.ს. ეს ცუდი ფოტოა, მარა სიტუაციაა საყვარელი )))
Another fifteen years?
I hope so...
Love U, Girlz <3
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
პერწკლი ცვლის და ცვლის ბლოგის დიაინს და წერს და წერს გენიალურ ამბებს ^^
კი არადა, მე მხოლოდ ერთი ეგეთი სკოლიდან გამოყოლილი მეგობარი მყავს და ისეთი ბედნიერებაა რომ მყავს. ისე, ჩვენც არ ვგავართ ერთმანეთს :)
აუ რაღაცა ნოსტალგიამ შემიპყრო, საოცარი მეგობრობის ისტორიაა და თან ესე ხანგრძლივი
სევდა თუ შური იმიტომ მომაწვა , რომ მე არ მყავს ესეთი მეგობრები, ესეთი სტაჟიანი :(
სკოლიდან გამოყოლილი,,,,
იმდენი სკოლა გამოვიცვალე, ვერსად ვერ ვასწრებდი ნორმალურად დამეგობრებას (ეს ჩემთვის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია ხოლმე)
ჰოდა აქამდე სექსი დიდ ქალაქის 4 დაქალოშკას შევნატროდი და ეხლა შენი რეალური ტრიო-სამეგობრო მომწონს!
Post a Comment