December 18, 2010

ანდერძი (სანამ კედებს გავფშეკდე)


მე სიმბოლისტი ვარ
ამიტომ
სიმბოლურად:

  • ჩემი კატა- დედაჩემს
  • ჩემი პაროლი ვინც იცის, გთხოვ, ჩემი ყველა ონლაინ კვალი კარგად წაშალე.
  • ჩემს ძმას- სამი ბინა ისედაც შენი გახდა, მეტი რაღა დაგიტოვო :ბოლი: ნუ, ტანჯულას მიმიხედე, ხშირ-ხშირად ნუ აყენებ ამ ვინდოუსს და კლავა გამოცვალე, ვერ ხედავ, სულს ღაფავს.
  • მარუს: სურვილების ასრულების ჩემი უნარი შენსას მიუერთე და დიდი გოგო რომ გახდები, ჩემს სახელზე ალუჩის პლანტაციები გააშენე. და გაყევი იმ კაცს მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ, უფ. ხო, კიდე, ჩემი შავი მძივი შენი იყოს.
  • ბერო- იყოს, ნუღარ დამიბრუნებ იმ ჰობიტს, თუმცა ნათხოვრობის პირობა ძალაშია, არავინ არ უნდა შეეხოს შენს გარდა! ასევე შეგიძლია ჩემი ყველა წიგნი გაზიდო, რაც მოგეწონება. მათარას თუ მოძებნი (სადღაც უნდა იყოს კარადაში) წაიღე.
  • ცაბა- შენ.... დაიძინე მეთქი! არ დაიძინებ და რო დაიძინებ, მოგელანდები!
  • დიო- იმ აპარატს წინ ცხვირი ხელით უნდა გაუხსნა ხოლმე, აჩხაკუნე ნა ზდაროვიე.
  • თანალაბელებს იმ ფურცელს ვუტოვებ, კედელზე როა გაკრული, დაე, ახსოვდეთ და ოდესმე მიხვდებიან, რა წერია იმ წარწერაზე. თანაც გილოცავთ, აღარავინ ირბენს ბრდღვინვით, სად ჯანდაბაშია შაქარიო, აღარავინ გადაუვლის ქარიშხალივით თქვენს უზეწესრიგულად დალაგებულ რამეებს, შეჭამს ნიადაგებს და გეტყვით "დამსვი" და აწი შეგეძლებათ მშვიდად თოხნოთ და ბაროთ.
  • ლალიკო- დროზე მითხარი, თუ რამის დაბარება გინდა, ოღონდ მძიმეს ვერაფერს წავიღებ თან, მეზარება.
  • ეკა ესაკია- ქუსლებს გაფიცებ, ჩემს სახელზე ერთი მწვანე კედები იყიდე, ჩაიცვი, რამე მხიარული მაიკაც იშოვე, მოისროლე საროჩკები ოთახის კუთხეში და ისე მოდი სამსახურში. (აჩრდილის სახით დაგელოდები საკონფერენციო ოთახში)
  • გუდა- ახლა მაინც მაპატიე პიკულის ახდილი ქილიდან დაწუწებული სამი წვეთი პიკულისწყალის ვერშემჩნევა და ახა შენ ჩემი მოგონებების თაროს ბინადარი ნივთები, დაწვის საპატიო მისია გაკისრია :მო: ჩემი მონადირის დანა შეგიძლია დაიტოვო. საფულეც, მერე რა, რომ ლურჯია და ბანწიკიანი :მო:
  • წივწივა- არ შეიცვალო!
  • ვასასი-არც შენ!
  • Fe-male- მოგიკითხავ. და, გაიღიმე რა.
  • პატაპუტინა- ნამდვილი არაა გავლადი. ახა შენ ეს.
  • ალექს- :ენისგამოყოფა:
  • ქეით- ვეცდები საქმეები ჩავაწყო რომ კიდევ ერთხელ წახვიდე იტალიაში )))
  • ბავშვობის სეხნია მეგობარს- მახსოვხარ.
  • ყველას, ვისთან ერთადაც ოდესმე ვყოფილვარ პახოდში- მადლობა, რომ მიტანდით და გილოცავთ, აღარასოდეს მოგიწევთ ჩემი ატანა.
  • მიმართვა ნათესავებს- მოგესალმებით, კიარადა, მშვიდობით, უცხო პლანეტიდან.
  • ქელეხი არ გადამიხადოთ, იმქვეყნადაც კი დავიჯღანები და თუ მაინცადამაინც, მოხარშული ხორბლის მაგიერ ალუჩები შეჭამეთ, ეგ უფრო მიყვარს.
  • პანაშვიდებზე დრეს-კოდის, რამე მწვანე აქსესუარის გარეშე არ დაგინახოთ და საერთოდაც, ფარისევლები ჯობია სახლში დარჩეთ, ცხოვრებაშიც ვერ გიტანდით და მოვკვდი, კი არ გარდავიცვალე.
  • ჩემი განუყრელი სტაფილოსფერი სარი/მოსახვევი/ზეწარი/გასათბობი/დასაფარებელი სტაფილოსფრობა თან გამატანეთ, ყველგან იყო ჩემთან ერთად და ახლა რომ არ წამომყვეს, ცოდოა
  • კარადაზე რო პოსტერებია, ახლა მაინც ჩამოხსენით რა, სამი წელია ვაპირებ და სულ მეზარება
  • .
  • დამწვით და ფერფლი ბირთვისების დედაციხიდან გადაუშვით. სულ მინდოდა მაგ კლდიდან მესკუპა. დაზარებას არ ვართ, ბოლობოლო ხო უნდა ნახოთ სად ცხოვრობთ და ქალაქ-სოფლების გარდა საქართველოც რომ არსებობს.
  • .
  • ჩემი ზურგჩანთა და ფეხსაცმელი თან გამატანეთ, სამოთხიდან ჯოჯოხეთში და პირიქით მოგზაურობა რომ არ გამიჭირდეს, თან, გავიგე, სალხინებელშიც კაი პონტები იჩითებაო და...




პ.ს. ვერ მოესწრებით :evil:


ა, ხო, სხვა ბლოგერების ანდერძებითაც დავინტერესდი და აგერ, რამდენს დაუწერია უკვე
სიყვარულოვნა იყო მუზა
ეს კიდევ ვასასის ჯინსებიანი ანდერძი
ეს კნუტის კატის ქონება
ჩორვენის ფერიერვერკი
ბაზილიოს უკანასკნელი ღრენა
დოდკას ანდერძი
თინის ძველისძველი ანდერძი
საინტერესო იდეა, შემოთავაზებული ვადერის მიერ

4 comments:

pelagiaa said...

ლოლ, ანდერძი კი არა სულ სიცილ-ხითხითით ჩავიკითხე და საფინალო ფრაზ-ფოტოთი კიდე კარგად გავიცინე :)))
მსგავსი სახალისო-საინტერესო-აზრიანი ანდერძი ჯერ არ წამიკითხავს (თორე ანდერძი ხო წამიკითხავს საერთოდ ხო იცი)
პ.ს. კარადის კარები ანდერძის აღსრუულებამდე რო შეიცვალოს არაა? :)))

vasasi said...

ვეცდები პერწკლიკო..

ოღონდ შენ არ მოკვდე და არც გავიზრდები არასდროს: სულ 21 წლის ვიქნები.. :(


:*

სიყვარულოვნა said...

ჰეჰე ^_^
რა კარგი ანდერძია ეე :))
განსაკუტრებით ბოლო ფრაზა მომეწონა :)) ვერ მოესწრებით :დ

nino said...

http://bazzilio.blogspot.com/2009/01/blog-post_19.html
chemi yvelaze dzvelia :D

dzaan momecona, ramdenadac sheidzleba adamians anderdzi mogeconos :)