December 12, 2010
რატომ პერწკლი?
სანამ ვზივარ და ჩემს გადარეულ მეგობრებს ველოდები, რომლებიც დღეს უნდა ვნახო და რომლებსაც ჩემი არ იყოს, 23 პარასკევი აქვთ კვირაში პლიუს არასოდეს პასუხობენ ტელეფონს, ვიტყვი, რატომ პერწკლი და არა სიტყვაზე, ჭყლიპორტინა, აპრეხილი, გოგო, სკვინჩა, და ყველაზე საშინელი-მაიკო.
ხო, ამასწინათ რეკლამას ვიღებდით ოფისში. ერთ კადრში მე და სოფო ვაკეთებდით რაღაცეებს და მეძახის მორეჟისორო ვიღაც მე, გავიხედავ, სოფოს უყურებს და პირიქით, სოფოს ეძახის და მე მიყურებს. ბოლოს გამოაცხადა, მაიკო სოფო მგონია, სოფო მაიკოო, და ბოლოს, სხვა კადრებზეც, ყველას ეძახდა მაიკოს, ჩემს გარდა. დასკვნა: მარტო მე კი არ ვამტკიცებ რო არ ვარ მაიკო :უსერ: ნუ რო შემომხედავ პატარა და ჩუმი კი ვარ მარა არც საყვარელი ვარ არც უწიპუწი და დაჟე არც ბუნჩულა.
ჰხოდა, რაშუაში იყო და, პიტერ პენი გახსოვთ? იქ წკრიალა როა, ფერია, გახსოვთ, რა მოუყვა ვენდის?
ჰხოდა
ერთ დღესაც, ასე 4-5 წლის წინ ან უფრო ადრე, ვიჯექი და მეხსიერებაში ვიქექებოდი, მაშინ რაღაც სხვა ნიკი მქონდა, რომელიც, მომკალი და არ მახსოვს და ჯერ კიდევ მჯეროდა რომ კირჩხიბი ვიყავი. ხოდა, ქექვა-ქექვაში ასეთი რამე შემომექექა:
პირველმა ბავშვმა რომ გაიცინა, იმისი სიცილი მილიონ ნაწილად დაიმსხვრა და ასე გაჩნდნენ ფერიები და ემოციის პაწია მოციმციმე ნაწილაკები, პერწკლები.
სინამდვილეში ასე არ მომხდარა, მიზეზი ლილითი იყო.
ლილითი მიწისგან შეიქმნა, ამიტომ ზედმეტად მიწიერი იყო, არაქალური, არაძლიერემოციიანი. ერთხელად, ჩაიხედა სარკეში და საკუთარი თავი დაინახა, დაარტყა მუშტი სარკეს, ის სარკე დაიმსხვრა მილიონ ნაწილად და ჰაერში გაიფანტა. ზოგჯერ, ბავშვი რომ იბადება, ლილითის სარკის ნატეხი უვარდება თვალში და ცხოვრებას მის ანარეკლში ხედავს.
ასეთ ადამიანებს პერწკლები ქვიათ.
მე სულ ორი პერწკლი ვიცი.
ერთი მე ვარ.
გამარჯობა.
პ.ს. მარტივად რომ მოვიშორო მსგავსი შეკითხვები, ნაპერწკალს ვიმიზეზებ ხოლმე :D
პ.პ.ს. სანამ ჩემს ტვინს ესეც დავიწყებია, ჩავიწერ :D
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment