May 22, 2011

ბჟტ


  • გუშინ კიდევ ერთხელ შემახსენეს რომ ქართველს არ ვგევარ
  • რომ სხვანაირი ვარ
  • რომ არასტანდარტული ვარ
მერე რა, რომ ხუმრობით
მერე რა, რომ სულაც არ უნდოდა და არ უფიქრია რომ.. არა, ვიტყუები, არ მწყენია, უბრალოდ ისა... ხო, ვიცი რომ არ ვარ სტანდარტული მაგრამ ისა... ნუთუ ასეთი აუცილებელია ამისთვის ხაზის გასმა?

განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ძალით ვცდილობ, ვიყო სტანდარტული. (ხო, ხო, ხანდახან მეც ვცდილობ მოვერგო გარემოს და არა პირიქით).

დღეს ოთხ მაღაზიაში ოთხი ნაჭერი ნაპოლეონი ვიყიდე, გუშინს აქეთ ვოცნებობდი. ოთხივე გამხმარი და უგემური...

ალუჩაც ვიყიდე, 3/4 ტყემლები ყრია,
ალუჩას აყალბებენ, ფაქტიურად

როგორ მინდა, დავაყენო იმ მაღაზიის მენეჯერები, შევაზილო სახეში ეს ნამცხვრები, მერე დავსხა და ეს "ალუჩა" ვაჭამო

ბევრი რამე მინდა მე

ალბათ

ემოციების მკვლელობაზე რომ იჭერდნენ, მე ალბათ სამუდამო მექნებოდა მისჯილი
ხოდა
რადგან არ იჭერენ
აღსდგნენ ჩემი ემოციები, მოიმარჯვეს ნერვები და შემომიტიეს
იხუვლეს დილეგებიდან
ქვესკნელებიდან
და
რასაც აქამდე ვასულერთებდი
ყველაფერმა ერთბაშად შემომიტია

ძრწოდეთ და გეშინოდეთ

გავემოციურდი

9 comments:

Anonymous said...

qarTvels ar gavxar mongols gavxar?

პერწკლი said...

ნწ, ღრუსს-ო :/

Anonymous said...

შეიძლება გავდე ღრუსს მარა იმას არ ნიშნავს რომ ღრუსივით (სლავივით) ლამაზი ხარ :/

პერწკლი said...

მახინჯი თავი გაბია თუ კაია :D

Anonymous said...

რახან ღრუსივით ლამაზი არ ხარ ე.ი. აპრიორი მახინჯი ხარ? :/

რაც მე არ მიკადრებია იმას რატომ კადრებ თავს :(

agata said...

პერწკლიკ მე მაგრად მევასები <3

პერწკლი said...

ხო აი საყვარელ აგათას ვევასები <3 , ვინც ლამაზიარხარ-ს მიწოდებს, ჯერ სარკეში ჩაიხედოს ხოლმე :D

პერწკლი said...

პ.ს. ნატურალური ღრუსების სილამაზე არ გაიშვა 25+ ასაკში, კარტოფილა ცხვირებით და უშინაარსო გამომეტყველებით :D

kate_alukard said...

ჩემის აზრით ძალიან საყვარელი უცნაური და სასიამოვნო და სიმპათიური ხარ :))))))))