May 25, 2011

R.I.P



როცა ვინმეზე გაბრაზდებით, საყვედურს ეტყვით, არ გაუღიმებთ, კარს გაიჯახუნებთ უსიტყვოდ და უემოციოდ, დაგავიწყდებათ თხოვნის შესრულება, ყავის ჭიქაში შაქრის ჩაყრა ანდა, უბრალოდ, იმის თქმა, რომ გიყვართ

გახსოვდეთ

რომ

ეს ადამიანი შეიძლება მეორე წუთას სახლიდან გავიდეს და აღარასოდეს შემოვიდეს.

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა ჩემი ბიძაშვილის ქმრის, გიგა ერისთავის გარდაცვალებიდან.

ერთად გატარებული 6 (თუ 5) წლის მანძილზე ამ წყვილმა იმდენი პოზიტივი და სითბო მოაგროვა, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახერხებს...


პ.ს. ღვედი რომ კეთებოდა, ახლა მე ამას არ დავწერდი.

1 comment:

Summer said...

მე ჩემი დებისგან ვიცი რა კარგი ადამიანი იყო და როგორ უყვარდა ლალი და პირიქით :( ძალიან საწყენია :(((