February 08, 2011

ორგაზმი პირში თუ პირით



თავსგადახდენილ ამბებზე დავწერ, მერე რომ არ თქვათ, აზოგადებო ან ასე არ არისო.
  • ამბავი პირველი

ბიძა დამეღუპა (უფრო სწორად, დედაჩემის დეიდაშვილის ქმარი), ვდგავარ კუბოსთან და ცრემლებს ვყლაპავ რომ არ ვიტირო და უცებ მესმის "ქვრივს შეხედე, ერთი ცრემლი არ გადმოუგდია, როგორ მშვიდად ზის". მდედრობითი სქესის ორი ეგზემპლარი ჭორაობდა.
მიცვალებულის პატვიისცემა რომ არა, მოვახსენებდი რასაც ვფიქრობდი მათზე.

"საწყლები", მოვიდნენ რომ "უნუგეშო ქვრივის დარდი" ენახათ, დამტკბარიყვნენ და მერე სახლში, ყავის ჭიქით ხელში გაეგრძელებინათ მსჯელობა, როგორ და რანაირად ტიროდა.
სამწუხაროდ არ გაუმართლათ, თავშეკავებული ადამიანი შეხვდათ.

მერე ამ კაცის პატარა გოგოზე გადაერთნენ.

მე ავდექი და წამოვედი, გულისამრევი იყო სიტუაცია.

  • ამბავი მეორე

ჩემი სიძე რომ დაიღუპა, 28 წლის ბიჭი, მოდიოდნენ დედაკაცები, დასხდებოდნენ, იკითხავდნენ- ცოლი რომელია? და მიდიოდა ჭორ-ჭორ-ჭორ... უი ქალო გაიგე ასე ყოფილა უი ისე ყოფილა, ნწნწნწ... და ეს მაშინ, როცა ძვლები მეყინებოდა, ისე ღმუოდა იმ ბიჭის დედა. (ცნობისათვის, არ ვარ ზოგადად ემოციური). ოდესმე რამეში რომ დავჭირდე იმ ადამიანებს, არ დავეხმარები, არასოდეს, შიმშილით რომ კვდებოდნენ პურს არ მივაწოდებ. დედამისიც კი მიხვდა, მოდიან სეირის მაყურებლებიო, რამდენჯერმე გაიმეორა.


  • გარკვეული ტიპის ადამიანებს სიამოვნებთ სხვისი უბედურება
თუ ასე არ არის, რატომ ყვებიან აღტკინებულები დეტალებში ერთიდაიგივეს, სამჯერ, ოთხჯერ, მეხუთედ, მეექვსედ, აფორმებენ, უმატებენ ახალ დეტალებს და ცდილობენ კიდევ უფრო მეტი გაიგონ, სად მიარტყა თავი, როგორ კვდებოდა, რა თქვა სიკვდილის წინ, რამდენი იტანჯა. და რაც უფრო ძნელად და ტანჯვით კვდება ადამიანი, მით უფრო დიდხანს და დაგემოვნებით განიხილავენ ამას. ქექავენ ყველაფერს, რისი გაქექვაც შეიძლება, აწარმოებენ გამოძიებებს, აბამენ გაგონილს კუდებს და თანაგრძნობით სავსე სახით შეყურებენ ჭირისუფალს, იქნებ კიდევ რამე თქვას ისეთი, რაც "სათანაგრძნობო" მასალას დააგროვებს. თან ისე ყვებიან, თითქოს გემრიელი კანფეტი ედოთ პირში, თვალები უბრწყინავთ და ხმის ტონალობა უმაღლდებათ.

და თუ არც მათ ყალბ თანაგრძნობას საჭიროებს ჭირისუფალი და სიკვდილის დეტალებზე საჭორაოც არაფერია, აუცილებლად გამოქექავენ წარსულიდან რამე, მათი აზრით, "პიკანტურ" დეტალს და წავიდაააა...

დედაჩემს ვეჩხუბე ერთხელ, ეკლესიაში იყო მიცვალებული დასვენებული და ვიღაც ნათესავი გამოელაპარაკა, ძალიან ძნელია ნახევარი საათი ჩუმად იყო თქო? დედაჩემი რაშუაში იყო მარა შვილო შენ გითხარი რძალო გაიგონეო...

პატივი ეცით მიცვალებულებს,თუ შეიძლება.

ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით.

დაე ყველა განმკითხველი ჭუჭყიანი საცვლებით მოკვდეს, რომ მისნაირებმა კუბოშიც არ დაასვენონ.

პ.ს. უცნაურია, მაგრამ კარგ ამბებზე ასეთი რეაქციები არ აქვთ...

2 comments:

Kate_Alukard said...

ადამიანების ბუბენაა ალბატ ასეთი... : (((( თუმცა ძალიან მთრგუნავს ესეთი ისტორიები :(

Kate said...

ეგეთი რაღაცეები მეც გადამხდა, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, ან თუნდაც ჩემი ორი ბაბუა. ისეთი გაცოფებული ვიჯექი, მინდოდა სათითაოდ დამეხრჩო ყველა ეგეთი იმბეცილი.