February 08, 2011

წერილი ექსს


ტაკს, ესეიგი, იმას მივწერო ამას თუ იმას თუ აი იმას? :ბოლი:
კიარადა, რატო უნდა მივწერო, როცა არცერთს არ ვეკონტაქტები? (ჩვევა მაქვს ასეთი)

ანუ ისა

გადავდივართ წერილზე ჩემი ინტერნეტ-მეგობრისთვის.

გამარჯობა პატაპუტინა
სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჩემს პირველ ფორუმულ ექსკურსიებზე და მერე ნუნისში კიდევ გაცნობა და მერე აქაიქა შეხვედრები ხოლმე.
თუ ეგ ინტერნეტნაცნობობა აღარ გამოდის? ინტერნეტიდანგამომდინარე ნააცნობობა უფროა :/

კაი, მაშინ ისა...

გამარჯობა იკა.
სასიამოვნო იყო შენი და შენი ბონსაის უეცარი აღმოჩენა ჩემს ფრენდებში.
რამაგარია რომ საბერძნეთი ზუსტად ისეთი ნახე, როგორიც მე მგონია რომ არის.
ხოდა ნაკლები იგრუზავე და ცოტა მეტი პატრონუსები შექმენი და საერთოდაც ნუ ეცდები დაინახო ცუდი იქ, სადაც არ არის :ყეს:. და სადაც არის, იქ კარგის დანახვაც შესაძლებელია, ჯუსტ ცოტა უნდა მოინდომო.

1 comment:

Mallorie said...

რომ ვკითხულობ ბლოგერების ინტერნეტ-მეგობრებზე, მგონია, რომ ნიკა ჩემი ინტერნეტ-მეგობარი აღარ გამოდის, როგორც რამდენიმე ბლოგერმა მითხრა. ^^