February 07, 2011

წერილი უცნობს

სალამი ქალბატონო.

ყოველდღე, ასე ათ საათზე 147 ნომერ მარშუტკაში ამოდიხართ, ვაჟა-ფშაველას მეტრომდე არმისული. ძირითადად ახალპირდაბანილი, გამჭვირვალე კანით, შეშუპებული თვალებით მაგრამ მაინც ლამაზი და ძალიან, ძალიან მაგარი ჩანთით, აი მე რო მიყვარს ისეთით, პირველად მაგ ჩანთის წყალობით შეგამჩნიეთ.
ისიც შევამჩნიე რომ შვილი გყავთ და ბეჭედი გიკეთიათ. კიდევ ის, რომ ყოველთვის თქვენზე ადრე ჩავდივარ და ამიტომ არ ვიცი რას საქმიანობთ.

მინდა იცოდეთ რომ ძალიან მომწონხართ/.

უსერ.

3 comments:

pelagiaa said...

ლოლ
არადა იმ ქალმა არც იცის ამ "უცნობი ქალის წერილის" შესახებ :))))

kate_alukard said...

:)))))))))))))) გაყევი ერთხელ ბოლომდე :)

Kate said...

ჰაჰაჰაჰაააა, მაგარი იყო. :დდდდ

მეც მომსვლია ეგეთი რამ :დდდდ