- ბებერი ადამიანი ბავშვს ემსგავსებაო
ხოდა ჩემ სამსახურში ამბოლოდროს ძალიან ბევრი ახალშობილი მოყავთ, მაქსიმუმ 20 დღისები. ალაგ-ალაგ სურათებსაც წავაწყდი რამდენიმე დღის ბავშვების და
- ძალიან, საშინლად, არაბუნებრივად გვანან მოხუცებს, დანაოჭებული ხელები, სახე, უსუსური ორგანიზმი.
დანარჩენი დეტალები უბრალოდ წვრილმანებია.
ხოდა, იმისათვის, რომ გავიგოთ როგორი იქნება ადამიანი სიბერეში, სრულიად საკმარისია მისი ჩვილობის ფოტოებს გადავხედოთ, იმჰო.
მართალია ეს თეორია ჩალისგანაა ნაშენები მარა ჩემი წვეტიანი აზრების მატიანეში რომ რ ჩამეგდო, როგორ შეიძლებოდა :ბოლი:
პ.ს. თავის გამართლების მიზნით დავამატებდი რომ არასოდეს არ მქონია ფიზიკური კონტაქტი ახალშობილებთან, ერთი მეტრის დისტანციიდან ვეკონტაქტები ხოლმე თუ მომიწია, იმიტომ რომ მეშინია რომ შემომატყდება და თან ადამიანად ვერ აღვიქვამ, პატარა უაზრო მხეცუნები არიან უფრო, კონტაქტში შემოსვლის ნულოვანი შანსებით.
გაპროტესტების მსურველებს შეუძლიათ კომენტარებში შემეკამათონ :D
3 comments:
სხვათაშორის, ერთი შეხედვით, თითქოს აღმაშფოთებლად ჟღერს: "ადამიანებად ვერ აღვიქვამ".. არადა, მეც მასე ვარ. ამას ბავშვებთან ურთიერთობაში ვხვდები.
ჩემი ძმისშვილი სამშობიაროდან რომ გამოიყვანეს, და რომ ვუყურებდი როგორ ეძინა, პირველი რაც ვიფიქრე "როგორ ადამიანივით სძინავს"-თქო და მაშინვე გამოვიჭირე ჩემი თავი იმაზე, რომ ესეც ადამიანია და სხვანაირად როგორ უნდა ეძინოს? :D
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რაციოს მიუხედავად, ჩემი საკუთარი აღქმა ხშირად მაგრად მეკაიფება ხოლმე.
პ.ს. უი, ხო, ხან და ხან, პატარა, 2-3 წლის ბავშვის დაძახება რომ მინდა ხოლმე, თავს ბოლო მომენტში ვიკავებ, რომ "ქს,ქს,ქს" არ დავუძახო... უბრალოდ მშობლის რეაქცია მაშინებს...
არასოდეს მჭერია ბავშვი ხელში! არ გამომდის მაგათთან კონტაქტი, არც ახალშობილებთან, არც წამოზრდილებთან! ჩემს დანახვაზე ყველა ტირის.
მაგაზე არ მიფიქრია, გვანან თუ არა მოხუცები ახალშობილებს, მაგრამ ჩვილებზე მეც იგივე რეაქცია ამქვს, სანამ რამდენიმე თვისები არ გახდებიან და ადამიანს მეტნაკლებად არ დაემსგავსებიან, ვერაფრით ვერ ვხვდები,ლამაზია, ვინმეს გავს, რამე უნდა თუ არადა და რაც მთავარია, ვერაფრით ვერ ვკიდებ ხელს :შ
მგონია რომ რამე მოძვრება ან დაიჭყლიტება :შ
Post a Comment