November 03, 2010

წიკო-მაკო წიკები


ვერ ვიტან
  • როცა შენიშვნას მაძლევენ ჩემს პიროვნებაში რაიმეს შეცვლის მიზნით
  • როცა მცივა
  • როცა ბევრ ხალხში არაკომფორტულად ვარ
  • როცა ვიმატებ და "მძიმე" ვარ.
  • ადამიანებს, რომლებიც უმწეოებს ურტყამენ
  • ადამიანებს, რომლებიც ლაშქრობა/ექსკურსიებზე ტვინს ღუნავენ ხოლმე იმის ნაცვლად რომ სიტუაციით იკაიფონ.
მიყვარს
  • მზეზე წოლა
  • ტყეში ბოდიალი
  • შხაპი-შხაპი-შხაპი ზაფხულში
  • როცა მეფერებიან
  • როცა მთბილა
  • როცა რაიმეს შეხებით ვიმახსოვრებ
  • კატები, ფუნფულები, ამაყები და თბილები.
  • ფერადი აურების მქონე ადამიანები
  • ბროწეული შემოდგომით, ფორთოხალი და თეთრი კომბოსტოს მწნილი ზამთარში, ალუჩა და ბალი გაზაფხულზე და ყვეეეელანაირი ხილი ზაფხულში.
სულერთია
  • ყველაფერი, თუ ის პირდაპირ ან ირიბად მე არ მაწუხებს
ჰეჰე, რა ცოტა არატანა დამიგროვდა :D

3 comments:

Kiwi said...

"ადამიანებს, რომლებიც ლაშქრობა/ექსკურსიებზე ტვინს ღუნავენ ხოლმე იმის ნაცვლად რომ სიტუაციით იკაიფონ.: << ვაიმეე ვერც მე ვიტანნ

♥ Summer ♥ said...

მართალია, საშინელი გრძნობაა როცა შენში რაღაცის შეცვლა უნდათ და ამას გაიძულებენ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფორმით. შედეგი კი მგონი ყველას შემთხვევაში ერთი და იგივეა ხოლმე :)) მაინც არავინ იცვლება და ისევ იგივე რჩება რაც მაქამდე იყო :))

Kate said...

გეთანხმები ყველაფერში.