November 01, 2010

უთუშეთო





მინდა, გავფრინდე, გავცდე ქარაფებს
გაშლილი ფრთებით, დაცლილი სულით
რომ მეშინია, არაფერს ნიშნავს
ნიშნავს არაფერს სიტყვები,
წუთი

მზე
ლილე
იმღერე ლილეო.

მე არ ვარ მზე
არც დალი
მთებში დაბადება არ მღირსებია
არც მონადირეს ვიცნობ
ქალამნებიანს
და
სახელი ამირანიც არასოდეს მომწონდა
მხოლოდ თავისუფლება მიყვარს
გალიაში ვერ ვსუნთქავ
და
სახატეების მორიდება მომდევს,
თავისთავადი.


დამაინც

მე წავალ მთაში
დავბრუნდები საკუთარ თავთან
მე- სტუმარი-ვით
წინაპრების საძვალეებზე.

პ.ს. სურათებზე მამაჩემის წინაპრების სოფელია თუშეთში, დანო.
ანუ მე მანდ იდეაში რომელიღაც ნასახლარი "მეკუთვნის".
არასოდეს არ ვყოფილვარ თუშეთში, ლამის ნახევარი საქართველო მაქვს მოვლილი ამდროს...

No comments: