October 31, 2010

წვრილმანები


ბროწეული არ იყო ჩემს მარკეტში და 500 მეტრი ვიარე ფეხით წინ და უკან დღეს, გზადაგზა აზრების ვარცხნით და ბროწეულების ძებნით.
  • ყოველდილა მეტრომდე ფეხით ჩავალ, გზადაგზა ხმაურიან მუსიკას მოვუსმენ და ვიფიქრებ
  • კატას აუცილებლად მოვინახულებ შაბათკვირას
  • ქალაქში სული მეხუთება და სადმე მინდა წასვლა
  • ის ფილმი სანახავი მაქვს, ასეთი რა ფილმია ნეტა
  • უნდა დავადგა საშველი და ვიყიდო წითელი პალტო/კურტკა/ან სხვა რამე ბანჯგვლებიანი ქუდით, თორემ აგერ აცივდა და გავიყინები მალე და მერე რა გამალხობს, ისედაც აისბერგი ვარ, მინი ოღონდ.
  • თავისთავადი და თავისუფალი კარგია თუ ცუდი? ან როცა გატრაკება მინდა გავატრაკო თუ დავიკიდო?
  • ისე მოვიდა შემოდგომა, მე ვერ გავიგე და გაბრაზდა, ქუდი დაიხურა და მიდის, მე კი გასაცილებლადაც არ მცალია
  • ემოციების სკივრი მომენატრა
  • ქუდის დაფარების დრო დადგა უკვე.
  • ვერ ვიტან უცხო ხალხებს
პ.ს. ვიშოვე, ავარჩიე, გამყიდველს ინსტრუქტაჟი ჩვაუტარე, როგორ გამოიცნოს შიგნიდან დამპალი ბროწეულები და წამოვბოდიალდი უკან.

1 comment:

Kiwi said...

როცა გატრაკება გინდა?:> ჰმმ გააჩნია სიტუაციას, ალბათ ნდა გაატრაკო, ოღონდ შენი ნერვების დაუხარჯავად