October 31, 2010

ემოციების შემგროვებელი

რა არის ცხოვრების აზრი?
მე ვიცი
  • ჩემი ცხოვრების მიზანი (ჯერჯერობით)რაც შეიძლება მეტი ემოციის შეგროვებაა
ემოციებს მოგონებები განაპირობებს,
შესაბამისად, მე მოგონებებს ვაგროვებ, ემოციურს.
მოთხოვნილება მაქვს ემოციების, ვაკვირდები, როგორ იბადება, რას შევიგრძნობ, ვავითარებ საკუთარ თავში და ხანდახან ხანჯალმომარჯვებული ვკლავ, როცა შეწუხებაზე გადადის, ან მტკენს.

არაფერია იმაზე მაგარი, ვიდრე საკუთარ თავში აღმოჩენილ ცვლილებებზე დაკვირვება.

სხვის ემოციებზე დაკვირვება კიდევ უფრო მეტად მიყვარს, განსაკუთრებით პარტნიორის ემოციებზე და ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც "არ იკითხებიან", ასემგონია, ცარიელ ოთახში ვდგავარ და კედლებს ვაწყდები.

ადამიანებთან ურთიერთობის მთელი კაიფი ესაა, იმჰო, დაკვირვება...

ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც ოდესმე გამიკეთებია, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანში მონსტრის, თან ავადმყოფი მონსტრის აღმოჩენა იყო. ოღონდ მან ეს თვითონ გახსნა, მე არ მითხოვია და ჯობდა, არ გაეკეთებინა, იმიტომ, რომ შემეშინდა... არა, კი არ შემეშინდა, შევძრწუნდი და გავიქეცი. ახლაც, რო ვხედავ, მაჟროჟოლებს, რა საშინელებებს მალავს ერთი შეხედვით მშვიდ და გაწონასწორებულ ნიღაბს მიღმა.

ამავედროს, არ მაქვს ძლიერი ემოციების განცდის უნარი, ალბათ მაგიტომ ვეძებ და ვებღაუჭები ნებისმიერ წვრილმან-საშუალო ემოციებს, ვკრეფ და ვინახავ.
და მშურს იმათი, ვისაც წამლეკავი ემოციების განცდა შეუძლია.

No comments: