მე :) კადრიც მიყვარს, გადამღები კიდევ უფრო მეტად და მგონია რომ ასეთ მეს მის გარდა ვერასოდეს ვერავინ ვერ გადაიღებდა, თუმცა თვითონ ალბათ უბრალოდ ჩამაჩხაკუნა ))))
დავიწყებ ახლა მე ლაქლაქს, შეგიძლიათ მშვიდად გადაახვიოთ, მე ჯუსტ გარეთ გამომაქვს ემოციები
- ამასწინათ მითხრა ერთმა, ადამიანები გკიდიაო, ვა, ახალი ამბავი თქო
რატომ უნდა დაიხარჯოს ძალისხმევა იმაზე, რომ ადამიანებთან ვისიცილხარხარო და საერთოდაც, ამას ამდენი მნიშვნელობა რატომ ენიჭება? :( ტოესწ.... დრო შეიძლება აშკარად გაცილებით უფრო შინაარსიანადაც გაატარო...
მე მყავს სამი უახლოესი მეგობარი და ძალიანაც მიყვარან/ვუყვარვარ და ეს მეგობრობა სულაც არ მოითხოვს 24/7 კონტაქტს და არც უწუპუწუები არ გვჭირს, რავი. სამაგიეროდ მათ შეუძლიათ გამოაღონ ჩემი კარადა და მაიკა მოიძებნონ, თუ ღამე ჩემთან დარჩებიან. (ამ სამის გარდა ყველას კატეგორიულად ეკრძალება გამოღებაც კი). მათ შეუძლიათ მიმაყენონ კედელთან და მიმახვრიტონ იმის გამო რომ საკუთარ თავზე ინფორმაციას ძალიან ძნელად ან არ გავცემ მაგრამ მე ასეთი ვარ და ისინი ამას იგებენ. მე შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ და ვილაპარაკო ის, რაც მინდა, ამისთვის სპაისავით არავინ შემომხედავს.
თუმცა...... მე ორ მათგანს 13 თუ 14 წელია ვიცნობ და მესამესთან ერთად ვარ გაზრდილი, დაბადებიდან.
არ ვიცი, ალბათ ორი უკიდურესობა მჭირს, ან ვემეგობრები ადამიანს(ანუ მასთან თავისუფლად ვგრძნობ თავს) ან არ მაინტერესებს (ანუ დაძაბული ვარ და საუბარს/მანერებს ვაკონტროლებ.
არა, მესამეცაა, აი ძალიანძალიან რომ მოგწონს მაგრამ შორიდან, ვსმისლე მეგობრობის გარეშე რო მოგწონს და მის საზოგადოებაში კომფორტულად ხარ.
6 წლიდან მოყოლებული, უცხოები (ნათესავები და მსგავსი ფრუქტები) რომ მოდიოდნენ, სოფელში ხეზე გავრბოდი და იქ ვიჯექი სანამ არ წავიდოდნენ, კორპუსში კი მეორე ოთახში ან პირდაპირ მაგიდის ქვეშ და ვუალია, კაცი არ იყო იქედან ჩემი გამომყვანი. აი ალერგია მქონდა უცხო ხალხზე.
ხოდა, ჩვენ არ ვიცვლებით გაზრდასთან ერთად, უბრალოდ, ადაპტაციას ვახდენთ გარემოსთან და დიდურად, ადეკვატურად ვიქცევით. მე დღესაც ისევ ის 6-7 წლის ბავშვი ვარ, უბრალოდ, არსად არ გავრბივარ და თან უკვე ვისწავლე თამაშის წესები.
და ვერ ვიტან, ატანა არ მაქვს, როცა ჩემში ეს ბავშვი იღვიძებს.
ალბათ იმდენი ხანი მიყურებდნენ და მეუბნებოდნენ "უცნაური" ხარო, რომ ახლა მაქსიმალურად ვიკავებ თავს საკუთარ ი "მე"-ს აფიშირებისგან და მიუხედავად ამისა, მაინც "უცნაური" ვარ.
არა, მე ვიცი, რომ მე კი არ ვარ უცნაური,ისინი არიან დაშტამპულები, მარა ათი წლის ასაკში მე ეს არ ვიცოდი და ის ბავშვი არსად არ წასულა, ისევ აქაა, ბლინ.
ხოდა არ გამომდის ეს "დამეგობრებები" და უშუალო ურთიერთობები ადამაინების 99.9%-თან და რას ვთვითგვემაობ ნეტა მაცოდინა :(
ხოდა გამარჯობათ, მე თუ ვზივარ და ხმას არ ვიღებ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ ვკონტაქტობ, მე ჯუსტ ასე ვკონტაქტობ და მე თუ მანდ ვზივარ, ესეიგი მე თქვენთან კომფორტულად ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ძალიან დამენანებოდა ჩემი ენერგიები თქვენზე დასახარჯად. .. ხოდა, საკმაო ხნის გავლის შემდეგ თქვენ თუ აღმოაჩენთ რომ მე ძალიან ბევრს ვრატრატებ და ვმაიმუნობ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ეს იმას ნიშნავს რომ მე თქვენ მოგეჩვიეთ და ამიერიდან ჩემს საუბარს აღარ გავაკონტროლებ
უცხო ხალხში კიდე.... ფარი მჭირდება, ანუ ადამიანი, "ჩერეზ" ვისითაც ხალხებთან ვიკონტაქტებ და საკმარისია ფარი დისტანციაზე გავიდეს, რომ კუს ბაკანს ვჩითავ და ვიმალები შიგნით.
ან მაშველი რგოლი, სიგარეტის სახით...
დავაკვირდი, არასოდეს არ ვეწევი იქ, სადაც ბოლომდე რელაქსირებული ვარ, ჯუსტ არ მჭირდება სიგარეტი, ისედაც კარგად ვარ.
აი უეჭველი სოციალური ინვალიდი ვარ რა, მარტო იმათთან მინდა კონტაქტი ვისთანაც კომფორტულად ვარ და ამ კომფორტულობამდე იმხელა გზის გავლაა საჭირო რომ დაგეზარება ადამიანს :(
წავედი თავი უნდა მოვიკლა, არ გაბედოთ და არ გამაჩეროთ, არ მიყვარს ფიზიკურად რომ მეხებიან :(
დამაინც, მე მჯერა ენერგიების, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისთანაც მსგავსი ბარიერები არასოდეს არ მაქვს, იმიტომ რომ მათი ენერგიაა სუფთა და თავისუფალი.
ოღონდ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლებიან....
3 comments:
მე პირიქით
ადამიანებით ვცხოვრობ
აყველაზე კარგად იქ ვარ სადაც ბევრნი არიან
მე არ შემიძლია დროებითი კონტაქტები. აი, რაღაც საზოგადოებაში რომ მოხვდები და ვიღაც ადამიანებს გაიცნობ, და იცი, რომ თქვენი ურთიერთობა იქვე მთავრდება. აი ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვილაპარაკო მათთან, თავაზიანი ღიმილით სახეზე. ამიტომ სიჩუმეს ვამჯობინებ.
ეხლა მივხვდი, რომ ბავშვობაში მეც შენსავით ვიყავი :) გამახსენდა, რომ საწოლის ქვეშ დავიმალე რამდენჯერმე :) და კიდევ, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვისთანაც თავს ბოლომე კომფორტულად ვგრძნობ. უმრავლესობასთან დაძაბული ვარ.
პ.ს ყოველთვის, როცა კომენტარებში ჩემს თავზე ვწერ, თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ ვიღაცის პოსტში ჩემი თავი ჩავჩარე. იმედია ეხლაც ძალიან ცუდად არ გამომივიდა :)
აუაუ ეს მე ვარ? იმენა მე აღმწერე. რა კარგია, მარტო არ ვარ!
მე ორი მეგობარი ვარ ვისთანაც მე მე ვარ და დანარჩენებთან ვიძაბები, უმეტესად ჩუმად ვარ და აღარ მიჩნდება სხვებთან კონტაქტის სურვილი, იმიტომ რომ ეს დაძაბულობა არ მომწონს და მეზარება.
და სხვებთან ურთიერთიბაში მეც დამხმარე რგოლი მჭირდება, ეს ძირითადად ჩემი და ან ჩემი 2 მეგობარია.
Post a Comment