December 24, 2009

ქურდობის მსხვერპლი და ლაბის კურიოზი...

გუშინ სახლში რომ დავბრუნდი, კარი ღია იყო, ჩემი ძმის ლეპტოპი და ჩემი ციფრული აღარ დამხვდა.
პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდა პატრული, მერე პოლიცია,მერე კრიმინალისტები, მოკლედ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მოვიდა.
ვინც შემოვიდა,იცოდა რისთვის მოდიოდა, ხელი არაფერზე არ იყო დადებული,წიგნებიც კი არ იყო გადაადგილებული, მხოლოდ ერთი კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმელი და კიდე მეორე კარადის გაღებული კარები. ჩემი ჯაბახანა კომპიც ადგილზე იყო.
დაგვიწყეს მტკიცება იმის, რომ ჩვენმა მეგობრებმა წაიღეს, რომლებსაც გასაღები ვათხოვეთ.
ჩვენ ასეთი მეგობრები არ გვყავს.
მერე დაიწყეს იმის გარკვევა, გვყავს თუ არა შეყვარებულები და ჩემს ძმას ამოყავს თუ არა ნაშები.
პასუხი ისევ უარყოფითი.
მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ ჩემმა ძმამ ითამაშა, ან ვინმეს ვალი ქონდა, ან ხელზე მაზავდა (ეს რა არის ამიხსენით თუ ვინემ იცის), ხოდა საკუთარი თავი გაქურდა.
სამწუხაროდ "გამორიცხულია"-ს გარდა მეტი არგუმენტი არ გვქონდა არცერთ ზემოთჩამოთვლილ ვერსიაზე, ხოდა მუშაობენ ალბათ. :)
პარალელურად, იმეი კოდი მივეცით ლეპტოპის, პროვაიდერებისთვის გადასაცემად, ჯერ არ გადაუციათ. (რო გადაეცათ,დაგვირეკავენ, ასე გვითხრეს).

საკუთარ აზრებს არ ვაფიქსირებ, ნამეტანი არაცენზურირებადია.

გული მწყდება ძალიან იმ ციფრულზე, ისე მიყვარდა...
ესეიგი, ვინც მოიპარა, ვუსურვებ,საკუთარი მშობლების, შვილების და და-ძმის ქელეხებში გადაიღოს კარგი ხარისხის ფოტოები, ტყუპ-ტყუპად დალაგებულ კუბოებთან. თუ არ დაეზარება, შემატყობინოს გასვენებები როდის იქნება, მივალ და ბოროტად ჩავიხითხითებ.

პ.ს. ძალიან სამწუხარო პოსტი რომ არ გამოვიდეს, კურიოზს მოგიყვებით. მოკლედ, ჩვენთან ტარდება ბავშვების სრულიად საქ-ოს მასშტაბით კვლევა მემკვიდრულ დაავადებაზე. აღმოაჩნდა ვიღაცას და ურეკავს თანამშრომელი მითითებულ ტელეფონზე, როგორც გაირკვა, მამას. მოვიდა ეს კაცი, დაწერა განცხადება რომ ინფორმირდა და წავიდა. ცოტა ხანშჳ რეკავს ქალი, კი მაგრამ, მე შვილი არ გამიჩენია, რას დაარბენინებთ ჩემს ქმარსო.
თურმე მეორე ცოლ-შვილი ყოლია და დარეკვისას შეეშალა, ავადმყოფი ბავშვის დედას კიარადა მეორეს დაურეკა.... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს :უსერ:

December 21, 2009

მე რომ კატა ვიყო



  • ნორმალური იქნებოდა 24/7 ღუმელზე/კონდიციონერის თბილ ნიავზე/შეშის ღუმელზე/გაზის კამფორებთან ჯდომა და ბოლობოლო გამითბებოდა ხოლმე ძვლები.
  • თბილ რძეს დავლევდი და პეჩენიებს დავაყოლებდი
  • მერე რბილ ადიალაში გავეხვეოდი და დიიიიიდხანს და ტკბილად ვიძინებდი.
  • გაღვიძებისას გემრიელად გავიზმორებოდი ხოლმე და ყურებამდე გახეული პირით დავამთქნარებდი

  • კუდს გავფშიკავდი და "მეაქარვარ" სახით დავჯდებოდი როცა გამაბრაზებდნენ
  • დაბოლოს, პატრონი კიარადა ადამიანი მოვიდოდა და ნიკაპქვეშ მომფხანდა

December 15, 2009

იყალთოს აკადემია

შაბათს კარაველებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი კახეთში, ამის გულისთვის. დანარჩენი ყველაფერი ნანახი მქონდა და იყალთო არა. ჯეოსელმა ხომ წამოიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და რამე გრანდიოზულის მოლოდინით წავედი...
არ მინანია , თბილოდა, ჰაერში მაინც შემოდგომის სუნი იდგა და ეზოშიც ხმელი ფოთოლი და მწვანე ბალახი იყო ერთმანეთშჳ არეული.


ეზოშჳ დავჯექი ძველი ხის მორზე და კარგახანს ვიჯექი, სიმშვიდით და იმის შეგრძნებით ვტკბებოდი, რამხელა ისტორიის მქონე ადგილას ვიყავი. მერე ეს სურათი გადავიღე.


რაცა შუბლზე გეწეროს...
გული დამწყდა, საფლავის ქვები ხავსისგან მაინც გაეწმინდათ, ზოგი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. ეკლესია ხარაჩოებში იყო, ზამთაარში შეჩერდა და მერე ისევ გაგრძელდებაო. კაი, ეკლესიას აღადგენ,მარა აუცილებელია თავზე მაინცადამაინც გუმბათი ედგეს, რამეს რომ მოკიდონ ხელი გადასარჩენად? :( ამ საფლავებსაც აქვს ისტორიული ღირებულება, თჲ მაინცადამაინც სარგებლის მიღება უნდათ რამის გადარჩენისგან.




ეზოში. გაადიდეთ და მაყვალ-ბარდებს დაინახავთ, რომლის გაკაფვასაც ერთი გამრჯე ადამიანი და ერთი დღე ყოფნის.



აკადემიის ნანგრევები



















ეს მცირედი ისტორიული ცნობები დაინტერესებული პირებისთვის
იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ში. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

December 09, 2009

ოთხკედელსშუა


რამდენიმე თვეა,ოთხკედელსშუა ვზივარ, ფანჯარაც კი არ მაქვს და გარეთ როგორი ამინდია, არ ვიცი. აქ ყველაფერი სუფთაა, დღეში ორჯერ დეზინფიცირდება მინიმუმ. ჩემი ხელებიც არასოდეს ყოფილა ასეთი სტერილური, თმა კი, რომელიც არასოდეს შემიკრავს, დაწნული კიდია, ჩამომხრჩვალი და უფერული, მუმიასავით.
აქ კვირაში ორჯერ საშინელი ტანჯვით იღუპება მილიარდობით ბაქტერია იმისათვის, რომ ადამიანებმა კომფორტულად და ჯანმრთელად იცხოვრონ. ყოველსაღამოს, გულგრილად ვანთებ ულტრაიისფერ ნათურას და ვხურავ კარს. კარსუკან ცოცხალი ორგანიზმები რჩებიან. (მერე რა რომ მიკრო?)
ჩემს გარშემო არასოდეს ყოფილა ამდენი და ასეთი სისუფთავე, მე კი, უმადურ ცხოველს, მენატრება მტვერი, ჭუჭყი და ტალახიც კი, ლაშქრობაში ხელ-ფეხზე მოცხებული. ვერც წარმოიდგენთ, რა სიამოვნებით წავიდოდი ახლა ჭუჭყიან ტყეში, გავგორდებოდი ძირს და "გავისვრიდი" ხელს "ჭუჭყიან" ბალახზე, შრიალა ფოთლებზე ან ყველაფერზე, რაც გარშემო იქნებოდა.

December 06, 2009

პირდაპირი რეპორტაჟი საკვირაო წირვიდან

შემცივდა+ გადამიარეს და გადმომიარეს, გამწიეს-გამომწიეს "მორწმუნეებმა" რომ ერთმანეთი გადაეკოცნათ და ოჯახები მოეკითხათ შუა წირვის დროს.
ბევრი ხალხი იყო, საშჳნლად არ მომეწონა იმ ჭყლეტვაში უცხო ადამიანებთან ასე ახლო დგომა, არც ისე სასიამოვნო სუნების ყნოსვა და მემგონი ვინც გაციებული იყო, ყველამ მაშინ გადაწყვიტა იქ მისვლა და ახველეს და აფცხიკეს იქ. წირვის დასრულების მერე იქადაგა მამა ზაზამ და ისა, ჭკვიანი კაცია ძალიან : )
ქადაგება მორჩა, გალობა დაიწყო და მეთქი ვსე, წავედი აწი და თურმე ჯვარს უნდა ემთხვიო და ღვინიანი პური აიღო (მერე რა რომ ვერცერთ კომპონენტს ვერე ვიტანთ ვერც მე და ვერც ჩემი კუჭი :( პურს და ღვინოს ვგულისხმობ ). მიმაბრუნა ალეკომ უკან და ჩავდექი რიგში მორჩჳლად, რაღა მექნა. (ხო, ალეკო ჩემი უფროსი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია).

საერთოდაც, როგორ გავძელი დამთავრებამდე,ვერ ვხვდები, ისე ამტკივდა წელი დიდხანს ფეხზე დგომისგან, თან იმდენი ხალხი იყო, სკამს ვინ ჩჳვა, კედლამდე ვერ მივედი რომ მივყუდებოდი :(
თავი მტკივა-გული მერევა, ეტყობა წნევა დამივარდა ან ამივარდა, ნე ზნაუ.
სამხურში ვზივარ სრულიად მარტო, ისმის როგორ მოძრაობს მეტროს მატარებელი, ტაიმერზე 5 წუთი დამრჩა და დრო ვიხელთე რამის დასაწერად.

მოკლედ, ისეთი უარყოფითემოციიანი ვიყავი იქ, არამგონია მადლისმსგავსი რამე წამომყოლოდა იქიდან, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ჩემი საქმე, რისთვისაც ახლა ლაბში ვზივარ, ხუთიანზე გამოვიდა.
პ.ს. ზამთრიოს სქელი ნაჭრის კაბა რომ მაცვია, თავი დედამიწაზე ყველაზე დაბალი,სქელი და მახინჯი მგონია ხოლმე :( თხელები მიყვარს მარა მოვკვდები ვერ გადავიტან ქარის დაბერვას :s
პ.პ.ს. ჩემი კურსელი დავინახე, იმანაც დამინახა მარა ან ჩათვალა რომ მოველანდე, ან თუ მიცნო, იფიქრა, მეშლება ,შანასი არაა ეს ახლა აქ იყოსო. კიდე კაი, რაღაცნაირი გოგო იყო, არ მევასებოდა არასოდეს.