April 05, 2009

ჩამოვედი, ოდა

მერე დავწერვიწუწუნვიფხორებ, მეზარება ახლა, საჭმელი უნდა გავიკეთო, ლექტორთან დავრეკო და კიდე კატას უნდა მივხედო, გამიველურეს სულ!

მოვწერწუწუნფხორდი.

რა ხდებოდა სადაც ვიყავი,პრინციპში ისეთი არაფერი, არც ასეთი, გარდაიმისა რომ კიდევ ერთი ბარიერი გადავლახე, სახელწოდებით "პროვინციელი უცხოს აზრი". ბევრი ვსვი-ვჭამე-ზევიუსაქმურე, ვილოთავე კიდეც. ერთი ცუდი თვისება აქვს ამ ჩემ ვიკენდებს, თავისუფლებაზე ყოფნის და ამ სამყაროს დავიწყების ფუნქცია მივანიჭე და როცა შუა ნირვანაში მწარედ გამოგაფხიზლებენ, ძალიან ძნელია ადეკვატური დავრჩე, თუმცა დამრღვევს რას ვერჩი, მართალია...

სამაგისტრო თემა მაქვს დასაწერი და ისეთი პანიკა მჭირს, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ, თან მეშინია, რომ ვერ "დავიცავ" და რამე საშინელებას მკითხავენ და მე დებილივით დავაღებ პირს. მილიონი თემა დამიწერია, თან საკმაოდ კარგად, მარა ეს სამაგისტროს დაწერის პრინციპი სხვაა და რომ არ ვიცი ბზზზზ მჭირს. ესე ვარ საერთოდ, პირდაპირ პანიკა მეწყება, ვყოფ თავს ბაკანში და სანამ მე გამოვძვრები ნახევარი შანსები დაკარგულია ხოლმე (შანსები შეუსაბამო სიტყვაა,სხვა ვერ მოვიფიქრე უბრალოდ იმ დაკარგული დროს აღასანიშნავად). თან ხელმძღვანელი საზღვარგარეთაა და ვის ვთხოვო რჩევა პატრონი არ მყავს : ))) (ეს პატრონი არ ითვლება, ამან იცის მარა ჩემი თემის სპეციფიკა არ იცის) თან ისეთი ვაჟნი ქალია, მერიდება. იდეაში კითხვებიც არ მაქვს ჩამოყალიბებული თან და რაც მაქვს ის დებილურად მეჩვენება.

მოკლედ ისეთი შეგრძნებაა რომ ივლისის დასაწყისში მიმთავრდება ცხოვრება და უფსკრული იწყება და უნდა მოვასწრო რაც შეიძლება ბევრი რამ, მერესი კი მერემ იდარდოს, თუნდაც მერე მე ვინანო, ახლა ხომ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ თუნდაც იმ ნახევარი საათით ან უფრო მეტით.

ასე და ამგვარად დასრულდა ჩემი კიდევ ერთივიკენდი მზიან სამოთხეში და ახლა ერთფეროვანი სულის დამამძიმებელი რუტინა იწყება, შესაბამის ადგილებში სიარულით და ხასიათით.

პატივისცემით

ლუციფერი.

პ.ს. პირველად ვნახე სპექტაკლი დარაბებს მიღმა გაზაფხულია, ადრეც მქონდა ნანახი, არ მახსოვდა უბრალოდ და ისა, რო მახსენდება ახლაც ცუდად მხდის : (((((


პ.პ.ს. სააადმე მივარდნილ ადგილას, ბუნებაში მინდა პატარა სახლი, წავიდოდი ერთიორი წლით საცხოვრებლად.

2 comments:

Unknown said...

1-2 წელი ბევრია. 1-2 თვე გეყოფა. ხო იცი, მარტო უფრო ნელა გადის დრო და ახლანდელი ცხოვრებისთვის წლები რომ გინდა თვეებში გააკეთებ/გადაწყვიტავ/იფიქრებ.

დარაბებს მიღმა გაზაფხულია არც მე მახსოვს.

fe_male said...

პერ სად იყავი? გადავავლე უბრალოდ თვალი, კარგად ვერ წავიკითხე ვჩქარობ და... პ.ს. ჩემი სოფელი რომ მივარდნილია მაგაზე მივარდნილი რაღა გინდა :)))) რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს იცხოვრე......)))) :2kiss: