April 06, 2009

ჩემი სივრცე

არაადეკვატურად ვრეაგირებ როცა

  1. უნებართვოდ ჯდებიან ჩემს კომპთან და იწყებენ ფოლდერებში უმისამართო ბოდიალს.
  2. იხედებიან ჩემს ჩანთაში "ისე, უბრალოდ". ზოგს კი აქვს ასეთი ჩვევა, სტაცოს ხელი ჩანთას როცა რამე ჭირდება და შიგ ჩაძვრეს. (უახლოესი მეგობრები არ ითვლება)
  3. ხსნიან ჩემი ჩატის დიალოგის ფანჯარას. სერიოზულად ვიძაბები როცა სკაიპია ჩართული და ვინმე ჯდება ან იქვე ტრიალებს
  4. იღებენ ჩემს ბლოკნოტს და კითხულობენ ნაწერს (ნაბეჭდზე ასე მძაფრად არ ვრეაგირებ რატომღაც). ხშირად ყოფილა როცა უახლოესი მეგობრისთვის მითქვამს გეხვეწები მე რო არ ვიქნები მერე წაიკითხე (კი წიკია მარა არ შემიძლია და მომკალი,ასე მგონია სხვის წინ შიშველი ვდგავარ)
  5. იღებს ჩემს მობილურს გარდა იმ შემთხვევისა როცა დასარეკად ჭირდება. არასოდეს არ მესმოდა რატომ შეიძლება აიღო სხვისი ტელეფონი, დაათვალიერო სურათები,მესიჯები და ა.შ. არადა ძალიან მიღებული და ჩვეულებრივი ამბავია ხშირად.
  6. სვამენ ჩემი ჭიქიდან ან ბოთლიდან. (გაჭირვებაში და ლაშქრობაში მეხსნება ეს წიკი მარა აი როცა შეიძლება სხვა ჭიქა აიღო,უშვი რა ჩემსას ხელი! )

თუმცა ამ ზოგადი წესებიდან მაქვს ხოლმე გამონაკლისები, მაგალითად ჩემი ბავშვობის მეგობრებს შეუძლიათ მოვიდეს, ჩამიძვრნენ ჩანთაში და დაჭირვებული ნივთი ამოიღონ, ან ჩემი ჭიქიდან მოსვან და ა.შ. ჩემს მეგობარს შეუძლია აიღოს ჩემი ტელეფონი და უქნას ის რაც უნდა თუმცა რამდენჯერმე კი მოვაწყე სცენა სახელწოდებით "ააააა,დამიბრუნე ტელეფონიიიი".

დედაჩემი თვლის რომ მე ზეწიკიანი ტიპი ვარ, მეგობრებიც მხარს უბამენ, მარა აი რატო???

აი რანაირად შეიძლება იყოს სასიამოვნო როცა შენს პირად ნივთში იქექებიან არც ისე ახლობელი ადამიანები, ვინც იქნებ სულ არ უნდა იცოდეს რომ შენს ჩანთაში სიტყვაზე მუდმივად კანფეტები და კევები ყრია? ხშირად მითქვია, ჩანთაშია აქ და აქ, ამოიღე, როცა მეზრება, მაგრამ უნებართვოზე მიფრინდება ოფოფები....

კიდე საკუთარი სურათის ამოჩემების წიკი მჭირს, ამასწინათ ერთ გოგოს მოეწონა ჩემი ავატარი და სურათი მივეცი, თან გავაფრთხილე არსად არ დადო არ გამოიყენო ჩეემი სურათია თქო. იფიქრა ალბათ, ვერაა ესო მარა კი მითხრა, კაი , მხოლოდ ვნახავ და მექნებაო : )))

მიყვარს ჩემი პირადი ზონა ძალიან

და მემგონი ნამეტანი ძალიან მიყვარს

სამაგიეროდ გამონაკლისები მიხარიან ხოლმე.

ნუ მერე რა რომ ზოგი ვერ ხვდება რომ გამონაკლისია, ზოგიც ხვდება, ზოგი კიდევ თავიდანფეხებამდე გამონაკლისია : )))

სულმთლად გამოვნაკლისდი

2 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

me umetes zemo xsenebul shemtxvevashi tavs gavungrevdi eget tips
!!!!
ginda ikitxe itxove!!!
me afeqtur vxdebi!

Unknown said...

მოიც
ეგენი როგორ შეიძლება?

ჩანთაში
ჰმმმ :|

1ადერთი ვისი ჩანთაც გამიხსნია დედაჩემის ისიც თავად უთქვამს...


ისა გეთანხმები და ეგ წიკები არ არის, უბრალოდ ბევრია ისეთი ვისაც არ სიამოვნებს ანდა რა სასიამოვნოა, როდესაც შენს ნივთებში იქექებიან. რავი მე ისეთი კი არაფერი მაქვს რომ რამე ღირებული იყოს :)) მობილშიც არაფერი მაქვს ასე რომ ვისვენებ მაგ მხრივ :|