March 13, 2009

განგრიპული


და აი მეც განვიგრიპე, ერთი კვირა ყელი მტკიოდა და ხუთშაბათს რომ ავდექი და დავილაპარაკე, მივხვდი, ოოო. დღის განმავლობაში კიდევ უფრო შემეცვალა ხმა, ხასიათი, და ენერგია ნულისკენ წავიდა კატასტროფული სისწრაფით, ოდა აბა კარგად იყავით ორშაბათამდე თქო წამოვედი სახლში, ვსვი ჩაი და ქე მიშველა, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ისე ვაფცხიკვებ კატას ეშინია და მე ლამის ტანსაცმლიდან გადმოვხტე, თან ხან ისე აუყვება ხოლმე, მიყოლებით წეღან რვა აპჩხი დავთვალე და მერე დამეზარა და დავანებე თავი. სიცხეც მქონდა ხოლმე დაბალი, თერმომეტრი არ მაქვს და შეგრძნებების მიხედვით დავასკვენი : ))) ნოვები მოვიმარაგე და ეს ორი დღე სახლში უნდა გავატარო, სადღაც მივდიოდი მარა გზაში გაცივდებივო უარესადო ხოდა დაFრჩი. თან ისეთი უცნაური გრიპია, მხოლოდ დილას ვიჭედები ცხვირში ისე რომ მგონია საცაა დავიხრჩობი და რაც ძალა და ღონე მაქვს პირით ვსუნთქავ, მერე ერთორ საათში გამდის.

გუშინ ცაბა იყო სტუმრად, პაზლს ვეჯექით ღამის ორ საათამდე, ვიხალისეთ იმდენი, მარა მაინც ვერ ავაწყეთ, მხოლოდ 1/5... არადა ისეთი ლამაზი სურათია, დეგას ნახატი, "საბალეტო კლასი" მგონი ,არ მახსოვს და ყუთზე დახედვა მეზარება, იდეაში ყველაზე ადვილადასაწყობი ჩანდა, მარა თაროდან რო გადმომქონდა მაღაზიაში და თავში ჩამეცა, უნდა მივმხვდარიყავი რა მუხნათ ნახატთან მქონდა საქმე : )) ზემოტ დავდეე სურათი, თუმცა ჩემს პაზლზე უფრო ნაზი ფერებია და უფრო მშვიდი აურა აქვს.
ჩირჩილი შემომესია კიდე, თან აბაზანაში, სადაც იდეაში არაფერი ჩირჩილური არ მაქვს, შიმშილით უნდა მოკვტნენ მარა უარესად მრავლდებიან, გადარეული ვარ. უკვე ნერვული კანკალი მეწყება ჩირჩჳლი რომ გაიფრენს, ღრრრრრრ.... მივდევ მოსაკლავად და გარბიან დეგენერატკები, ვერ ვახვედრებ!! სამაგიეროდ ჩემი კატაა კმაყოფილი, დასდევს გიჟივით, ჰაერში ხტის და "ტაშს უკრავს" რომ დაიჭიროს.

1 comment:

matilda said...

avadmyofoba Zalian cudi ramea, Zalian ar miyvars! gisurveb JamrTelobas!!