March 11, 2009

უსამართლო ბრალდება?! :ვიკ:

ესეიგი სიტუაცია ასეთია:
არის რაღაც პროგრამის დემო ვერსია, ვმუშაობთ ჩერეზ ბრაუზერი,ინტერნეტი თუ არაა, ვერ შეხვალ თავისთავად, ყველა მონაცემი საცხა სერვერზე დევს და პარალელურად მიდის პროგრამის დანავაროტკება პროგრამისტების მიერ.
ერთ დღესაც წკაპ და მთელი ერთი თვის დანავაროტკებული+მონაცემები ქრება.
და აბრალებენ იმას რომ გადმოვწერე ინტერნეტიდან ვირუსი და მან მიაკაპუტა პროგრამა :ვიკ: (მარა თუ ეს ყველაფერი სერვერზე დევს რანაირად მიაკაპუტებდა? ეს პროგრამისტებს აღარ დაუკონკრეტებიათ.)

პრი ეტამ ფორუმის ბლოგის და კარავის გარდა სპეციალურად არასად არ შევდივარ, ერთოიჯერ მოვგუგლე რაღაც.

ჩაიდნური პოსტია აშკარად მაგრამ რაღაც ვერ წარმომიდგენია რომ ამ საიტებიდან მე ისეთი მოხერხებული ვირუსი გადმომეწერა, რაღაც საოცარი ძალებით წასულიყო სერვერზე და ის მაინცადამაინც ის კონკრეტული მონაცემი წაეშალა, პრი ეტამ ჩემი კომპი არც კი შენელებულა, არაფერი არ მოსვლია და უცნაური ქცევები არ შემიმჩნევია.

აქ ბევრი ერკვევა ასეთ რამეებში და გამარკვიეთ რა, ასეთი რამეა შესაძლებელია? :(
ძალიან მგონია რომ ვიღაცამ იქ რაღაც მიქარა და მერე "ჩაინიკებზე" შეიწმინდეს ხელები და საშჳნელი პროტესტის გრძნობა მაქვს, იმიტომ რომ მგონია რომ მე არ დამიშავებია და მე გამოვდივარ შუაში.

1 comment:

Anonymous said...

გატყუებენ ეგ ”პროგრამისტები”