March 13, 2009

ადამიანები

მოკლედ ისა
აივერსონმა დადო სურათი და გამახსენდა როგორ მომეწონა მისი წელის და თეძოს მოხაზულობა, მომწონს და მომეწონება, ზექალური და დახვეწილია ძალიან.
და ბარემ შევეცდები ჩამოვაყალიბო რა გარეგნული რამეები და თვისებები მომწონს სხვებში, იდოს აქ, წვეტიანი აზრების განყოფილებაში.
ე.ი.

  • აივერსონის წელი
  • პატაპუტინას აზრის გადმოცემის უნარი
  • უბრალოდ-ის თმები
  • ცაბას არაფრისგან ლამაზი მაჯიაჟის გაკეთების უნარი და ძალიან ლამაზი ცხვირი.
  • სვითის აურა, რაღაცნაირი ფუმფულა, ვარდისფერი, რბილი,ფაფუკი და ქალური.
  • ბეროს სპეტაკი, მშვიდი სახე(არ ვაჭარბებ მართლა ასეთია).
  • ჩემი უფროსის მკერდი სამი შვილის გაჩენის მერე ზემაგრად რომ გამოიყურება, ნამ-ნამ.
  • გვანცას უნარი გულიანად, ყოველგვარი მორიდების გარეშე და მთელი მონდომებით აკეთოს ის, რაც უნდა იმწუთას.
  • ჩემი ბიძაშვილის ბავშვის ყოველთვის კმაყოფილი და ბედნიერი სახე.
  • Fიმეილის უნარი იყოს ისეთი როგორიც არის და განიცდიდეს, ამჩნევდეს ისეთ რამეებს რაც ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება. დიდი იმედი მაქვს, ასაკთან ერთად არ გაუვლის.
  • ჩემი მეგობარი მარი, ახლა რომ უცხოეთშია გადაკარგული, და იმის ცოცხალი მაგალითია როგორ არ უნდა ჩამოვუშვათ ცხვირი როცა გვეჩვენება რომ გამოსავალი არსადაა.
  • ჩემი აწ გარდაცვლილი ნათესავი, უმძიმესი ოპერაცია რომ გადაიტანა და სანახავად რომ მიევდიტ აქეთ აწყნარებდა ხალხს და ხუმრობდა. ყველაზე მაგარი ადამიანი დედამიწის ზურგზე, ყველაზე ოპტიმისტი, კეთილი, დამხმარე, გამოულეველი ენერგიით, სულ რაღაცას აკეთებდა, სულ საქმეში იყო, სულ ტრიალებდა... მოკლედ ისა... ძალიან მაკლია :(
  • ჩემი მეგობრის უნარი უყვარდეს ზოგადად ადამიანები, + თითის ლოყაზე მიდების მანერა.
  • წივწივას სურვილი აკეთოს სიკეთე
  • შორენას ენერგია,ძალა და შიშის უნარი არ აქვს მგონი საერთოდ, ისე დაფოფხავს ყველგან. :პატივისცემისსმაილი:
  • ბათო-ბათოს გრძელი და მე რომ მინდაიმფერის თმა

ხო , მეტიასე უცებ არავინ გამახსენდა...

ოდა ვერ ვიტან

  • ადამიანებს რომელთაც ასდით ნიორის ან ხახვის სუნი,მაღიზიანებს საშინლად
  • ადამიანებს რომლებიც ხმამაღლა ჭამენ, და დორბლებს ყრიან ჭამისას (ასეთებიც მინახავს)
  • ადამიანებს რომლებიც ცხენივით ჭიხვინებენ გაცინების მაგიერ
  • აიმერამაგარირამე მაქვს
  • აიმერამაგარირამემაცვია
  • თავგადაკლულ მორწმუნეებს
  • და ა.შ.

პ.ს. გრიპის ბრალია ალბათ :უსერ:

2 comments:

მე-ხათო said...

ვუივუიდავუი


კი არა და

შენ რომ ასე კარგად ჩამოაყალიბე
და
დაინახე
და
იგრძენი
ვის
ში
რა
მოგწონს
და
როგორ და რანაირად
არაფერია ჰხო?
სულსულ არაფერი?
ნწნწნწნწნწ
კაი

:*

dodka said...

კარგი პოსტია ძალიან : )