September 26, 2008

...


ჩემს სახლში მზეა,
აგინთებ ბუხარს...
სუფრას გაგიშლი,
შენდობა უთხარ...

ბილიკებს რომლებმაც აქამდე მოგიყვანეს,
გზებს,
მანქანებს,
ფეხებს,
(რაშუაშია)

შენდობა უთხარ...
კატას არ მიეკარო-
შხამიანია!
არც პატრონს, იკბინება!
არ ეცადო შემამჩნიო,
ისიც საკმარისია რომ მხედავ.

არ გადამაკეთო,
არ გამომასწორო,
გამზარდე,
დამაფრთიანე
და
გამიშვი.

ბილიკებს მე ავირჩევ.
ტყეში ჩამალულ ქოხში თU დარჩები,
კატასაც დაგიტოვებ მემკვიდრეობით.
(ვიღაც რომ უნდა გეკრუტუნოს...)
ანდა არა,
კატას მე წავიყვან,
ცალ ფრთას გათხოვებ და
წაბილიკდი შენაც
იქეთ, სადაც

შენნაირები ცხოვრობენ

4 comments:

jaco said...

მადლობა განწყობისთვის, რაღაცნაირად გავიღიმე:)

პერწკლი said...

არაფრის : )))

მელია said...

ჰმმმმ....
ეს ის გამონაკლისია როდესაც
მომეწონა
ლექსი :|

მელია said...

და საერთოდაც
მიყვარს ეს ბლოგი :ტან: