September 26, 2008

...


თქვენ ერთად დგახართ,
ხოლო როდესაც მე მოვდივარ,
ჩვენ ვდგავართ მერე.
მე მივდივარ და ისევ თქვენ რჩებით.

თქვენ, რამდენიც არ უნდა იყოთ
მე თუ მოვედი
თქვენ ვეღარ დგახართ
მერე ჩვენ ვდგებით.
და უფრო მეტიც, როდესაც დგანან ხოლმე ისინი
მე მათთან მივდივარ,
და მაინც ჩვენ ვდგავართ.
ასე თანდათან ვაცნობიერებ
ჩემს ზებუნებრივ შესაძლებლობებს.
და რა საოცარია,
როდესაც ის იღიმის
მე კი შემიძლია მივიდე მასთან და
გამოვიყვანო,
რომ ჩვენგან ერთ-ერთი იღიმის.
განწყობებს ასე თავად ვირჩევ
ჩვენ ხომ, ასეთი გადამდებია.
უცნაურია რომ მე ჩვენ შემიძლია.
და შემიძლია, ეს მარტივად და
ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

2 comments:

Kate said...

აუ, რა მაგარი რაღაც დაწერე...

ხოდა ის მე ვიყავი პეკინზე. ჩემს ბლოგში გიპასუხე დაჟე. ხოდა მე მომერიდა შენთან მოკარება და შენც სხვაგან გაიხედე

პერწკლი said...

ჩე3მი არაა, სხვისია, მაგრამ მართლა მაგარია....
ხო, მეც მიგამსგავსე მაგრამ მეც მომერიდა და გავიხედე და თან დავიბენი და თან არ ვიყავი დარწმუნებული, ცუდი მხედველობითი მეხსიერება მაქვს .. ;)))