September 26, 2008

ქართული საავადმყოფო

აი რასაც ქვია საშინელი და უაზრო დღე იყო.
ჯერ იყო და დილის შვიდ საათზე გამაღვიძა იმან, როგორ აუთოებდნენ ჩემს ყურთან რაღაცას საშინლად ჭრაჭუნა უთოთი.. იმასმიქნა ნერვები. მერე რატომღაც 8:30-ზე გავედით სახლიდან, რომ 9-ზე ექიმთან ვყოფილიყავით... არადა 10-ზე ადრე რომელი ექიმი მიდის პოსტზე?... არამიანცის ტერიტორიაზე ვიყავით... 9-დან პირველ საათამდე გავჩერდი, და აქედან დროის უმეტესი ნაწილი კიარადა 90% ვიცადე. ვიცადე....ვიცადე...... ბლიად, ამათ ჯერ არ გაუგიათ წინასწარი ჩაწერის შესახებ?!!!!!!!!!!!!
ნუ ექო გავიკეთე და ექოსკოპისტმა მომენტალურად დამისვა ჰიპოთირეოზის "დიაგნოზი", ჩამომითვალა სიმპტომები, და დაადგინა რომ დაბადებიდან ავად ვარ და ბლაბლაბლა..... ვინაიდან ადრე გაღვიძებული და შედეგად არაადეკვატური ვიყავი, დავიჯერე.... ნუ მერე ექიმმა , ანალიზს დაველოდოთო, შეიძლება ეს შენი ნორმააო... მარა იმ "დიაგნოზმა" თავისი ქნა.... ოდესმე ვინმე ასწავლის ასეთ ხალხს, რომ სანამ საფუძვლიანად არ გამოიკვლევ, პაციენტი კუბოში არ უნდა ჩადო???? და ვაბშეტა რაც შენი საქმე არ არის უნდა შეეშვა????
წამოვედი მერე სახლში , დავიძინე, და ისეთი თავისტკივილით გამეღვიძა, მთელი თავი მეწვოდა, თვალებს ვერ ვახელდი და ძლივს ვმოძრაობდი...
მირეკავს წივწივა, იქ მოხვალო? მეთქი რა მოვალ ვკვდები...... ისე მაინტერესებს რა ხდებოდა...... მერე ნიმესილი დავლიე, ჯერ ერთი, მერე მეორე და ახლა შედარებით ადეკვატური ვარ და ფრიად აღშფოთებული დღევანდელი "მომსახურებით". ექო სად გავიკეთე, არ დავწერ, ფრიად "ფეშენ" და "სერიოზული" სამშობიარო იყო მაინც.....
ა, ხო, დიაგნოზი ასეთია საბოლოო, არაფერიც არ მჭირს, ჰორმონი ნორმაშია და ეს ჩემი ფარისებრი ჯასთ ჩემსავით პატარაა და ზამთარში კიდევ უნდა გადავაკონტროლო.
პ.ს. ოკეანის თევზები უნდა ვჭამო, ეს სასიამოვნოც კია......
პ.პ.ს. არადა ეს პირველი ნეგატიური შთაბეჭდილება არ არის... დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში ვერ მოტვინეს რომ ჩემი თავისტკივილები შეიძლებოდა ყოფილიყო მხედველობის პრობლემის გამო და მხოლოდ ერთ სრულიად ჩვეულებრივ ექიმს მოუვიდა აზრად გავეგზავნე გამოკვლევაზე, სადაც აღმოჩნდა რომ 100% მხედველობის მიუხედავად კითხვის გამო მქონდა გადაღლილი და ვარჯიშები მინდოდა. ზუსტად 10 დღის მერე გამირა ყველაფერმა. :ბოლი:
პ.პ.პ.ს. მშობიარობას თუ დავაპირებ, ალბათ იმის შიშით მოვკვდები, რამე არ შეეშალოს ექიმს.....

2 comments:

fe_male said...

რა გჭირს კვდები?.....)))) ისა და ქელეხი როდისაა გაგვაგებინე, ხო იცი სუფრიდან მე წივწივა და შორენა ხელცარიელები არ წამოვალთ....:))))

პერწკლი said...

არა გადავრჩი, მაგრამ გული გამიხეთქეს : )))