September 28, 2008

შემომედღიურა


დღეს გადავწყვიტე რომ ვიკიდებ ფეხზე სამაჩუვსტვიეს და მსგავს პრიბამბასიკებს და წავედი და ხალხში გავედი... სამაჩუვსტვიემ მასე არ გინდა შენაო და ჯერ ხომ მთელი გზა გამყინა და სიცხე ამიწია მგონი მაინც, მერე კიდევ ხმა არ ამომაღებინა.

ნუ ისედაც არ მიყვარს ბევრ ხალხში ლაპარაკი და რაღაც უჩინმაჩინივით ვარ ხოლმე, მაგრამ დღეს ხომ საერთოდ. ანუ მე კი გავერთე მაგრამ დათომ მერამდენეღაცედ რომ აღნიშნა ჩემი გზაში ლაპარაკის დაწყება და ვერ მოვითმინე და დაცენზურებული მოქმედება ჩავიდინე და მერე ისარაქვია........

ხო, კიდევ დავასკვენი რომ ხინკლის დანახვაზე სტოპ-სიგნალი აშკარად მიდეზერტირობს ხოლმე სადღაც და დღეს იიიიმდენი ხინკალი ვჭამე, მგონი 6 ცალი...

დადებითი ემოციების ფერიერვერკები იყო დღეს ბევრი ბევრი

ორ ადამიანს გაუკეთეს ტრადიციულად ქცეული რამეები, და კიდევ გავიგე რა გავმაზე პარასკევს...


შატილში მიდიან თურმე, ყოველშემთხვევაში გვანცას უნდა, აივერსონმაც გამოთქვა სურვილი და ამ ორი ადამიანთან ერთად ნამდვილად კარგი იქნება იქ, მაგრამ ვნახოთ......

თან კარავის თემაში წერია რომ იქ ერთხელ უკვე გაჭედილან , თან შეიძლება ითოვოსო და შემეშინდასავით... თანაც სოფელშიც მინდა, კიდევ სახლშიც მინდა, კიდევ სიცივეს ვერ ვიტან, დღეს რომ დამიბერა და შემცივდა, კინაღამ უკან შევბრუნდი, ისე არ მესიამოვნა. ომგ, როდის მოვა გაზაფხული, ჯერ არ დაზამთრებულა და უკვე გავიყინე...


ყავა ვიყიდე რომ მოვდიოდი, ნამდვილი, დაფქული , მოვიდუღე და წავედი ნირვანაში.......


აუ კიდევ გრძელი თმები მინდა......... მოვიზარდო ნეტა? ნუ მხრებამდე მაინც........ დღეს ბატოს ქონდა და ძალიან მომეწონა, უკვე მორიჟაო დაკრავს და ლავ ით.

მინდა გრძელი რიჟა თმებიიიიიი

4 comments:

Sweet said...

|შატილში მიდიან თურმე, ყოველშემთხვევაში გვანცას უნდა, აივერსონმაც გამოთქვა სურვილი და ამ ორი ადამიანთან ერთად ნამდვილად კარგი იქნება იქ, მაგრამ ვნახოთ......|


ვაი ვაი რა კაია მაგრამ ძალიან აცივდააა...


აფცხიი...

fe_male said...

...ანu მე შეიძლება ითქვას პარასკევიც გავმაზე და დღეევანდელი დღეც... და საერთოდ დავდივარ ასეთი გამაზულ-დამაზული....)))) აუ პერ მაგრად ჩავჯექი სახლში ყველაფერი მეზარება, დღეს მილიონი რაღაც უნდა გამეკეთებინა და წივწივას ვუთხარი ვერ წამოვალ თქო... არადა ლოგინში გორაობის მეტს მთელი დღეა არაფერს ვაკეთებ......)))) ხოდა ისა, რა უნდა მეთქვა 6 ხინკალი რა უბედურებაა, მეტს ვერ ქაჩავ???... და კიდევ.. გაიზარდე თმები გაიზარდე, გიხდება ძალიან გიხდება.....)))):2kiss:

Anonymous said...

მე მომწონს გრძელი თმები.

და სიცივეზე პანიკაში ვარ.
გუშინ თბილი წინდებით დავდიოდი სახლში ((((((((

sabaha said...

ააა მართლააა?
გამიხარდა :ჯამპ: :ჯამპ: :ჯამპ:
შენ გიხდება ასე როგორც გაქვს და აი სიღნაღში რომ გქონდა ისიც მაგრად გიხდებოდა, აი ცოტა მოშვებული და აჩეხილი, თუ რაც ჰქვია ... :))

"ნუ ისედაც არ მიყვარს ბევრ ხალხში ლაპარაკი და რაღაც უჩინმაჩინივით ვარ ხოლმე, "
+1 , შენ მარტო არ ხარ : )) ვერ გაიგე წივწივამ რა თქვა? :)) მაინც სულ ჩუმად არისო :))) :გიგი:

კარგი იყო გუშინ ...
მესიამოვნეთ :2კისს: