September 02, 2008

მე პოლი ვარ


მე პოლი ვარ..
შენი ცერა თითის სითბო მაქვს ლოყებზე შერჩენილი
და ისევ მიყვარს შენი დანარჩენი ცხრა თითი..
მე პოლი ვარ,
სანაგვეზე ნაპოვნი ბავშვი და ლექსებით გაზრდილი მათხოვარი..
არასოდეს მქონია შუბლზე დედის ტუჩების ანარეკლი
და არასოდეს მიცხოვრია სახლში, რომელიც ჩემია..
მე პოლი ვარ,
ვინ იცის რამდენი ნისლი მაქვს საკუთარ მოგონებებში,
ნისლები, სადაც ვიკარგებოდით მე და ჩემი ოცნებები..
მე პოლი ვარ,
შენ კი ძალიან გიყვარს ჩემს მკერდზე თავის მოდება
და გიყვარს როცა თმაზე გეფერები,
რადგან თბილი ვარ და სექსუალური, თურმე,
არადა,
მე პოლი ვარ,
უბრალოდ ბავშვი, რომელიც არც გაზრდილა
და ალბათ არც არასოდეს გაიზრდება,
სანამ შენ არ მიხვდები, რომ მე არ მიძებნიხარ,
მე პოლი ვარ,
თმები ქარით მაქვს შეკრული და თვალზე არ მისვია შავი ტუში,
ეს მხოლოდ ჩემი სამყაროს პროტესტული გამოვლინებაა,
რომ მე დღეს ლექსებს ვწერ და არ გკოცნი შენ,
შენ კი ნანობ და ცდილობ ისევ იპოვო ჩემი მკერდი,
გაიგე რა,
მე პოლი ვარ,
oბოლი ანგელოზი, ვისაც არ ყავს დედა და მამა
და არც დედობილი და მამობილი მყავს,
შენ კი ვერასოდეს შეეგუები ჩემს შემარცხვენელ სახელს,
შენ ვერასოდეს შეიყვარებ უბრალო, უყველაფრო გოგონას,
რომელიც გატყუებდა..
მე პოლი ვარ,
შენი ნეკა თითის სითბო მაქვს კერტებზე შერჩენილი
და ისევ მიყვარს შენი ტენიანი ტუჩები..
შენ კი მხოლოდ ცდილობ,
რომ სადღAც სულის კუნჭულში შემომიძვრე და თბილად მოთავსდე,
მაგრამ ალბათ ვერასოდეს აღმოაჩენ, რომ
მე პოლი ვარ..
/ხვიარა/

1 comment:

მარიამ ბლანკი¹³ said...

wow!!!


ai axla gavigvize ra da momyva emocia sizmridan dedah rogor magrad chajda blin!!!


ra memarteba ....

bravo