September 02, 2008

შემოდგომის სეზონს გახსნილად ვაცხადებ

ჰხომ, დღეს საქმე არაფერი მქონდა, დრო ვიხელთე და მიშას და ანდრეის ავეწეპე და სხვა ბარათებზე გაყევი...... კაი იყო, მუსიკა, ესენი თავისთვის ბურდღუნებდნენ და ალაგ-ალაგ ახსენდებოდათ რომ მეც იქ ვიჯექი, რამეს გადმომძახებდნენ და მერე მშვიდად აგრძელებდნენ..... მეც მშვიდად ვაგრძელებდი ჩემი ფიქრების წვალებას...
დღეს ენქაუნთერის და პირველი სექტემბრის შეგრძნება მქონდა ერთად, აუ რა მაგარი იყო... ენქაუნთერის იმიტომ, რომ უაზროდ დავბოდიალობდით და ვერ ვპოულობდით,თანაც დიდ დიღომში, პირველი სექტემბრის კიდევ, რავი, მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ შემოდგომა მიასოცირდება იმასთან, როგორ მივდიოდი სკოლაში პირველ სექტემბერს და ის სუნი, განწყობა, ოდნავი სუსხი და თბილი მზე ერთად გამახსენდა... და გული დამწყდა. ზაფხული გავიდა...
სახლში მოვედი და გავაგრძელე შემოდგომის სეზონის საზეიმო გახსნა, ანუ, დაახლოებით 5-6 საათიდან მოყოლებული გაგუდულს მძინავს და თავს ვერ ვწევ მაღლა, არადა არ მაკლია ძილი, უბრალოდ ჩემებური ზამთრის ძილი დამეწყო, ანუ დროის უმეტეს ნაწილს სადმე თბილად ადიალაში შეყუჟული რომ ვატარებ იმიტომ ქუჩაში მცივა და აბუზული ბეღურასავით დავდივარ

1 comment:

მარიამ ბლანკი¹³ said...

miyvaaaaaaaars shemodgoma zamtari!!
mteli celi zamtari rom iyso tanaxma vaar!!
au blin rogor mixaris :D