არასოდეს არ მომისმენია-წამიკითხავს-გამიგია სიყვარულის ასეთი ზუსტი განსაზღვრება, პრინციპში არც არასოდეს მიყვარდა უწი-პუწი რამეები, მაგრამ ამას გადავაწყდი კარავის ფორუმზე და.... ნუ მე ალბათ მთები რომ მიყვარს იმიტომ მომეწონა ასე და გადავწყვიტე ჩემი ბლოგის მკითხველთა ვიწრო წრისთვის გამეცნო...
kotetbeli წერდა: სიყვარული რაღაცნაირად მთას წააგავს... ვინმემ რო მითხრას სიყვარულს როგორ გამოძერწავო, გამოვძერწავ მთას და მთის წვერზე სფეროს. ერთი შეხედვით ბანალური მოგეჩვენებათ, მაგრამ მე ეს სხვანაირად მესმის: მთის წვერი მთის წვერია-მიღწევის, გადალახვის, გამარჯვების, სულიერების და ზესვლის სიმბოლო; სფერო-სამყაროა, ერთი სამყარო ან ერთში გაერთიანებული რამდენიმე სამყარო; სფერო მთის წვერზე ვერ გაჩერდება, თუ არ იქნა ზეიდეალური წონასწორობა... ამის ერთადერთი გარანტი ნამდვილი სიყვარულია; მთავარი სფეროს მთის წვერზე ატანა კი არა, მისი იქ შენარჩუნებაა... ისევე როგორც წონასწორობას, სიყვარულსაც მუდმივი გაფრთხილება და ყურადღება უნდა, სხვანაირად არ გამოვა პ.ს. არის ხალხი, რომლებსაც სფეროები ნებისმიერ მთაზე ააქვთ "ამწეთი"... ) ან ისეთები, რომლებიც ჯერ მთის წვერს აბრტყელებენ და მერე დებენ ზედ თავიანთ სფეროს... არიან ოთხკუთხედ სფეროიანებიც ))))) ზოგს სფერო ხშირად უვარდება მთიდან... უბრალოდ, მთაზე მისი ხელახალი ატანის მუღამი აქვს.. ზოგი სფეროზე დებს მთას მაგრამ ჩვენ ხომ "ზოგები" არ გვაინტერესებს! მთავარია სხვისი სფეროების გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და სწრაფადვე ჩვენ სფეროებს მივხედოთ, არ ჩამოგვივარდეს, ფრთხილად... ) პ.ს.ს. ფხიზელი ვარ
კარავის ფორუმელია.... სამწუხაროდ იქ პოსტის ლინკების მოძიება შეუძლებელია, ამიტომ გვერდის ლინკს დავდებ : ))))
http://karavi.ge/viewtopic.php?t=523&start=120
4 comments:
kote genialuri katsia... dzalian magari ganmartebit!
კოტე ზე კაცია!!!
<3
მმმ.. ზუსტად გადმოსცა : )
შთამბეჭდავია! ყოფილა შემთხვევები დიდ ქარიშხალში, წვიმაში, თოვლში, ყინვაში მოხვედრილხარ და გაგჭირვებია მთის წვერზე ასვლა. ხანდახან შეუძლებელია ყველა ბარიერი გადალახო ან ხანდახან არც გიღირს და უკან ჩამოდიხარ და სხვა დროს ელოდები, რომ უფრო მეტი ხალისით, თავდაჯერებული აუყვე ისევ იგივე ან სხვა მთის ფერდობებს...
აი, ხან კი ძალა არ გავქს რომ მარტო შენ შეეყუდო ამ სფეროს და გეკავოს რომ მთიდან არ დაცურდეს, თუ მეორე მხარე გამოეცალა მას...
Post a Comment