June 11, 2008

ჩემებური მეგობრობები


წეღან დოდკას ბლოგზე ვიყავი.მეგობრობაზე ეწერა რაღაცეები და ჩემი რამეების დაწერა მომინდა და პრინციპში, გადავიფიქრე.

მეგობრობა რომ შეგეძლოს სიყვარული უნდა შეგეძლოს ალბათ. ადამიანები რომ გიყვარდეს,საკუთარი თავიც უნდა გიყვარდეს. მერე სხვებიც შეგიყვარდება და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ.

არ შემიძლია უშუალო ურთიერთობა, ვინც არ უნდა იყოს, თჲნდაც ბავშვობის მეგობარი, მაქვს მორიდებულობისდა გახსნის ზღვრები,რასაც არასოდეს გადავალ, არასოდეს ვეტყვი რას ვგრძნობ სინამდვილეში და სიკვდილამდე პოხუისტს ვითამაშებ : )))) მომწონს არავალდებულური ურთჳერთობები, იშვიათი შეხვედრები და 1000 სისულელეზე ლაპარაკი და არამც და არამც ჩემს განცდებზე. კი კაცო,ვიწუწუნებ, მოვყვები მილიონ რამეს ცხოვრებიდან წვრილმანებს, გეგმებს, სად ვიყავი, სად მივდივარ, ვინ გავიცანი, რა წავიკითხე-ვუყურე და ბლაბლაბლა...მაგრამ არ მინდა გულის გადაშლები, მერე ვიგრუზები და იმ ადამიანთან კონტაქტის სურვილი მეკარგება რატომღაც :((((არადა ითვლება რომ უნდა გაიხსნა მეგობართან... ბეჰეჰე... და რატომ? რატომ მოვუყვე? ან მე რას მოვიგებ, ან ის? გუდას ვეწუწუნები ხოლმე მარტო. მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ როცა ვიძახი, მეთვითონვე ვხვდები რა სისულელეზე ვწუწუნობ და რა ადვილად მოგვარებადზე... ვღლი ამ ადამიანს, მაგრამ... მიეჩვია მგონი უკვე წუწუნა მაის...რამდენადაც თვითონ არ მიყვარს ცხოვრებაზე მოყოლა, იმდენად არ მაინტერესებს სხვისიც... მიყვებიან,ვუსმენ და ვხვდები რომ ორ წუთში დამავიწყდება...თჲ რამე მაინტერესებს, გკითხავ მეთვითონ ,რატომ მგრუზავ და თავს მახვევ 1000 უსარგებლო ინფორმაციას????? ალბათ ეგაა გოგოურიმეგობრობა :პუკე:




ვჭედ


წავედი რამე სასარგებლო გავაკეთო.



ხო...


ჩემეურად ვემეგობრები რამდენიმე ადამიანს. მიძლებენ, ჯერჯერობით. უცნაური ხარო მაგრამო გიტანთო...



როდემდე ამიტანთ ,გენაცვალეთ? : )))

No comments: