June 11, 2008

ბლოღუნა


ხოოოპდა
სალამი, ბლოღუნა
კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენს ბლოღურ სამყაროში.
კიარადა
რამდენი ბლოღი გავაკეთე-მივარეგისტრირე,იმდელი ლარიანი მოცა,მილიონერი ვიქნებოდი,მაგრამამასალბათ ვუერთგულებ და...
დავწერ ხოლმე რაც თავში მომიბოდიალდება ამ ხეივანში ბოდიალ-ბოდიალ-ფუილის დროს...
ხო
მაღლივი კორპუსის უკანხედია ეს... ყოველდილა იძულებითი ვოიაჟების დროს ნახევარი საათით ადრე მივდივარ ,რომ ამ სკამზე ჩამოვჯდე, ერთი ღერი დავფერფლო და იმაზე ვიფიქრო როგორ არ მინდა ახლა კორპუსში შესვლა და ლექტორების ფეხზემკიდია სახეების დანახვა.... სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე მესამე კურსზე რომ ვიყავი და მის მერე მუდმივი სტუმარი გავხდი. თან არც არავინ დადის აქ, ყველასგან მივიწყებული ადგილია. ვიღაც მადლიანსსკამი დაუდგამს კაკ რაზ ჩემისთანებისთვის... დილაობით შავ ძაღლს ასეირნებენ ხოლმე, პატრონი ვერა და ვერ დავადგინე... კიდევ ხანში შესული ცოლ-ქმარი დადის, პუდელით, აშკარად შვილივით რომ უყვართ. ალბათ არ ყავთშვილი და მთელ თავისენერგის და თანხებსამ პატარა ძაღლს ახარჯებენ. ბავშვს არც აიყვანენ, ვისი სისხლი აქვს, არ ვიცითო,ვისი გენებიო... საფლავს ძაღლი მიხედავს მაგათსას,ალბათ. თუმცა ღვიძლი შვილიც არაა იმის გარანტია რო გაახსენდები სიკვდილის შემდეგ.
ხოპ......
შემოვივლი ხოლმე

No comments: