Showing posts with label michelangelo. Show all posts
Showing posts with label michelangelo. Show all posts

June 21, 2010

Florence

ფლორენციაში ვიყავი, ჩემი მთელი დანაზოგი შევწირე. რამდენად სწორად მოვიქეცი, არ ვიცი, მიქელანჯელოს დავითი და ის ცნობილი ხიდი ვნახე, სურათი იმაზე ლამაზი გამოვიდა ვიდრე რეალურად იყო ))))))) ქუჩები მოვიბოდიალე, ეკლესიებში შევაბოდიალე (ისე, სამების ნახვაზეც რომ რამე დავაწესოთ,არა? აქ 5 ევრო მივეცი ხელის კანკალით (მერე რა რომ გალილეო გალილეის და სხუათა საფლავები ვნახე (საფლავებისფანი))). გალილეო გალილეის მუზეუმი მინდოდა მენახა, >შემთხვევით აღმოვაჩინე, მაგრამ ეჰხ, დრო აღარ მქონდა.
რომიდან გავედი დილის 8-ზე და საათნახევქარში იქ ვიყავი, დაახლ 8 საათი ვიბოდიალე და 7-ზე უკან წამოვედი.
რომისგან განსხვავებით ნაკლები ხეები და სიმწვანეა, უფრო ჭუჭყიანი მაგრამ ფართო ქუჩები ისტროიულ მაწილში და ნაკლები ტურისტი.
პატარა პროვინციული ქალაქი პატარა ადამიანებით და დიდი ამბიციებით.

მედიჩების საგვარეულოს მიერ შეგროვილი მინსტრუმენტების კოლექცია ვნახე, მე14-15-ე საუკუნის პიანინოები და პიანინოსმსგავსი საკრავები, ვიოლინოები, იქვე იყო მაკეტი, როგორ უკრავს პიანინო, მექანიზმი, ღიად აწყობილი და ვისაც არ ეზარებოდა, აწკარუნებდდა, ჩემი ჩათვლით (ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ "მუშაობს" პიანინო ).
იქვე იყო კომპი, სადაც შეგეძლო მოგესმინა მთელი ამ ინსტრუმენტების ისტორია, ჟღერადობა, სხვადასხვა ნაწარმოებები, მოკლედ, შევყევი კაი ხანი.

წვიმდა, დავსველდი, სანამ საწვიმარი ვიყიდე და დავდივარ ახლა ცხვირსახოცმომარჯვებული.

მიქელანჯელოს დავითის სანახავდ ვიდექი, კხმ, ნახევარი საათი. (ვაღიარებ, არ ვიცოდი ფლორენციაში თუ იყო, შემთხვევით აღმოვაჩინე (კიდევ კარგი) და ვის ახსოვდა დავითი, Lorenzo Bartolini-s ქანდაკებიბს ასლები იყო და მმმ, დამბურძგლა, რამდენი ხანი ვუტრიალე და ვუარე, არ ვიცი, მოვჯადოვდი :D

ახალ ლაბში მოლოდინი გამიმართლდა, ენით აუწერელი კილო აქვთ პლიუს ეს ფილოგენეტიკური ხეები და ანალიზები ჩემი საქმე არაა, ეჭვი მაქვს, ერთი კვირა გავუძლებ როგორმე და ხათრით ვისწავლი, ერთი სული მაქვს Real-time PCR დავიწკო ვირუსებზე.