Showing posts with label სხეული. Show all posts
Showing posts with label სხეული. Show all posts

January 10, 2009

დიეტის პლიუსები და არცერთი მინუსი



ესეიგი რა ხდება, 7-ის მერე არ ვჭამ ალბათ ორი კვირაა, ან მეტი, არ მახსოვს ზუსტად. 7-მდე ვჭამ რამდენიც მინდა, როგორიც მინდა, ოღონდ 2 ან სამჯერ და 7-ის მერე კატეგორიულად არა, თუმცა ჩემმა ექიმმა ნაცნობმა გამომიცხადა რომ შიმშილი არ შეიძლება და თუ მომშივა ვაშლი მაინც უნდა ვჭამო და მოვიმარაგე აგერ მიდევს მარა შეჭმა მეზარება, ცივა :(
პლიუსები



  1. შედეგი სახეზეა, ღიპი აღარ მადევს, შარვალი თავისუფლად მეკვრება, რაღაც უფრო თავისუფლად დავდივარ და მგონია რომ ტანსაცმელი მიხდება. მაკიაჟის გაკეთების სურვილიც კი გამიჩნდა.

  2. ნოყიერი საჭმელი მინდება. გუშინ ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდი სახლში და ახალგაზრდაღორის ქონიან ხორცთან ერთად შევიწვავდი კარტოფილს და მერე თეთრ,გუშინდელ ლავაშთან ერთად შევჭამდი.

  3. საჭმელი გაცილებით უფრო გემრიელი გახდა, ალბათ იმის ბრალია რომ გამუდმებით აღარ ვისუსნები და როცა ვჭამ, ე.ი. მშია და თან გულდასმით ვარჩევ რა მიყვარს რომ ვჭამო, ტყუილა არ "ვაცდენ" ამ მომენტს.
  4. ფული მეზოგება, ვინაიდან აღარ ვყიდულობ ჩიპსებს, შოკოლადებს, პეჩენიებს და მსგავს ნიამუ-ებს, იოგურტებს და მიდის ჩემს ყულაბაში. დღიურად დიდი არაფერია მაგრამ იქნებ მოგროვდეს რამე წლის ბოლომდე :D

მინუსები

  1. არც არაფერი. გარდა იმ შემთხვევისა როცა სტუმრად ხარ და ძალიან გემრიელ რამეს გთავაზობენ და უარი უნდა თქვა
  2. დასაწყისში მსუნაგი მელიასავით ვუვლიდი გემრიელობებს, ახლა უკვე აღარც მინდება მიანცადამაინც ღამე სუსნი.