Showing posts with label ლაშქრობა. Show all posts
Showing posts with label ლაშქრობა. Show all posts

January 24, 2012

მოდი, მოვკვდები

როცა თითის წვერებში ჟრუანტელები მივლიან, ესეიგი, საქმე ძალიან ცუდადაა, ამიტომ დროა ავდგე და საკუთარ თავს გავეცალო.
გზას დავადგე, ვიარო, ძალიან ბევრი, იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი.
მერე ისევ ავდგე და გზა გავაგრძელო.

იქ, სადაც ხეები მწვანეა
ცა ლურჯი
ადამიანები ამ სიმწვანეში და სილურჯეში ითქვიფებიან, ირევიან და საკუთარ თავებს ისე კარგად კარგავენ, რომ მერე სულ სხვა ვინმეებს პოულობენ.


ნუნისი

იქ, სადაც ყველა ერთ- საკუთარი თავის გადამრჩენთა კასტას მიეკუთვნება
და პარიები
თავისთავად ვარდებიან გზის პირას დაჭაობებულ ტალახებში.



თუშეთი

სათაფლია

ქუთაისი

ხარაგაული

  • ბალახის სუნი მომენატრა.
  • ზაფხულის მწველ მზეზე, მიწაზე წოლა და ზაფხულის ხმები.
  • ფეხის თითზე შემოცოცებული ჭიანჭველა.
  • ფეხისგულების ტკივილი, ხმელ მიწაზე გავლისას.
  • ცივ მდინარეში ჭყაპუნი.
  • ძალაგამოლეულად ფერდობზე დაფერთხება და ზურგჩანთის მოუხსნელად ქიშმიშის ძებნა, გასაკვნეტად.
ხარაგაული


ტყე ,მდინარე

ბანაკი ნუნისში

თუშეთის დაკარგული ბილიკი

Fuck Off

  • თმა, გადაწეული და კეფაზე გამოკვანძული.
  • თმის საჭერი, საქამრეზე შებნეული და რეზინი, მაჯაზე გაკეთებული, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი, რა ხდება.
  • უცნობი მასპინძლის მიერ მოდუღებული ყავა.
  • გზის პირას დგომა გაშვერილი ხელით, ავტოსტოპის მოლოდინში.
  • დღეები, როცა არ იცი, სად დაგიღამდება, როგორ, რანაირად...
  • მოლოდინების ჟრუანტელები და კითხვა: "რა ჩავალაგო"  ზურგჩანთის ყველა ჩალაგებისას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენედ ისა...



მოდი, მე ახლა მოვკვდები
და
ზაფხული რომ მოვა, გამომაღვიძე
მითხარი, რომ მზე ამოვიდა,
რომ დროა ჩანთა ჩავალაგო და

ბილიკებს შევუყვე.


როდემდე?
სანამ ცოცხალი ვარ, დასასრულამდე.

სადამდე?
თავგადასავლამდე, სიკვდილამდე, სიყვარულამდე.

რისთვის?
საკუთარი თავის გადასარჩენად.

ისუნთქე, პერ, ისუნთქე.

June 23, 2011

ორდღიანი ლაშქრობა - რა წავიღოთ?


საბაზისო მონაცემები- გვაქვს ჩანთა, პარალონი, სპალნიკი, ბანძი საწვიმარი და ერთი ცალი მეტრანახევრიანი გოგო, 50 კილო, ანუ ბევრს რომ ვერ მოიკიდებს ზურგზე, ისეთი.

  • ვიღებთ ერთ დიდ ჩანთას, ანუ რუგზაკს
  • დიდ შავ ნაგვის პარკს, ვტენით ჩანთაში და შიგ ვალაგებთ ყველაფერ დანარჩენს

ტანსაცმელი (ცალკე პარკით)
  • ტრუსიკი, ადამიანური (ტანგა არ წაიღოთ არ მიქაროთ)
  • 4 წყვილი ნასკი (წიკი თუ არ გაქვთ სუფთნასკური, ორიც შეიძლება)
  • ორი მაისური (ერთი ღამე დასაძინებლ-იმდღესვე გამოსაცვლელად და მეორე დღეს კიდევ მეორეს ვიცმევთ)
  • ჟაკეტი კაპიუშონით, სასარგებლო რამეა , შეიყუჟები შენთვის და ხარ.
  • შარვალი, ნაჭრის, იოლადგაშრობადი და მოხერხებული, არაფართხუნა
  • პანამა
  • შარფი, მსუბუქი, დიდი ზომის (გამოდგება წელზე-თავზე-ტრაკზე მოსახვევად, ასევე იქ დასაფენად სადაც თავს დადებთ)
  • სათადარიგო ფეხსაცმელი
  • საწვიმარი

პირადი ჰიგიენა (ყველაფერი თავსდება ცალ-ცალკე პარკებში )

  • კბილისპასტა ჩოთქით
  • პაწუკა საპონი
  • პაწუკა პირსახოცი
  • სველი ხელსახოცი, სასურველია მაკიაჟის მოსაშორებელი ან ინტიმური ჰიგიენის ეწეროს, ეგენი ყველაზე კომფორტულებია)
  • დამცავი კრემი
  • ტუჩის ბალზამი
  • სავარცხელი
  • ნუ კიდევ ისინი, თქვენ რაც გინდათ
საჭმელი
  • 1 პური
  • 4 სნიკერსი
  • 300 გრ ქიშმიში
  • პაშტეტი
  • ყველი დაჭრილი ან მდნარი
  • ლორი დაჭრილი
  • ყავა, ერთჯერადებით
წამლები
  • ნიმესილი 3-ოდე (სიცხე-ტკივილი-გაციება)
  • კოფეინის ტაბლეტები (სიმაღლეზე თუ ჩემსავით მიგდით წნევა მინუსებში)
  • სპირტი-ბამბა
  • სანტავიკები

წვრილმანები
  • ერთჯერადი პარკების არმია
  • მუსიკა
  • მობილა
  • ფოტოაპარატი
  • პირადობის მოწმობა
  • ფულები
  • კოვზი და ჭიქა არ დაგავიწყდეთ, თეფშის და ჩანგლის გარეშე კიდევ გაძლებს კაცი მარა ჭიქა ძალიან კარგი რამეა, აი სვეარ
ჩანთაში მემგონი ჯერ მძიმე უნდა ჩადო, მერე მსუბუქები, თუმცა მე პირიქით ვიქცევი ხოლმე გაუგებარი მიზეზების გამო. მოვაკოფსებთ თავზე ან ბოლოზე პარალონს, მივამაგრებთ ბოთლს, მოვიკიდებთ და ჰერი-ჰერი.

სასარგებლო პწიჩკები

  • ვცდილობთ ჩანთის გვერდით ჯიბეში ჩავდოთ ნოვა, სველი ხელსახოცი, სასუსნავი.
  • ჩანთის ზედა ნაწილში რომ ჯიბეა- ფული და ყველა ის წვრილი ნივთი, (წიპა ემპეტრი და დანა) რაც შეიძლება უცებ დაგვჭირდეს
  • სულზემოთ, ისე, რომ უცებ ამოვიღოთ-საწვიმარი და თბილი ჟაკეტი.
  • დაბოლოს, სადმე ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას -სნიკერსი.


არადა აქ კი ჩამოვწერე მარა საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისტერიულად ვიწყებ ფიქრს, რა წავიღო, და ბოლოს მიმაქვს ყველაფერი იმის გარდა რაც უნდა წავიღო, ერთხელ ფეხსაცმელიც კი დავტოვე ( :/

მუზა იყო ჩორვენის ეს პოსტი, მე ჩემს თავს მოვარგე :D