February 27, 2011
ჩემი სახლი-ჩემი თავშესაფარი
ჩემი ნერვები-როგორც ნაწნავები
სადღა მაქვს ნაწნავები, ერთიღა მეწვნება და იმასაც ვუფრთხილდები
ბავშვობაში პირველ თოვლს რომ ვუფრთხილდებოდით ხოლმე კოსპუსის ბავშვები, აი ისე.
მეზობელ ოთახებში ქალები ჭორაობენ, ყველაფერზე და არაფერზე
ატოლებენ ბავშვების ნიშნებს, გარეცხილი ჭურჭლის რაოდენობას, დატანჯულობის ხარისხებს, ტანსაცმლის ფასებს
და
არც ერთს არ მოსდის აზრად, კარგადყოფნა და თავსგადახდენილი საინტერესო ამბები დაატოლოს
მაშინ იქნებ მეც ავდგე, გავიდე და ჩემი ამბები მოვყვე.
არადა ბევრი არაფერია მოსაყოლი, ასე მგონია
მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე რამდენიმე წელია, არჩევანი გავაკეთე ჭაობისებურ და საინტერესო ცხოვრებას შორის, მაინც მგონია, რომ დროის ძალიან დიდ ნაწილს ფუჭად ვკარგავ
და
სულ მაოცებს ხოლმე როცა რაღაცნაირი ტონით მეტყვიან
"ნეტა შენ, სულ აქეთ-იქეთ დადიხარო".
"საინტერესო ცხოვრება გაქვსო"
მუჰაჰაჰა
იმდენი, ძალიან ბევრი და კიდევ უფრო ბევრი რამეა, რაც არასოდეს გამიკეთებია/მინახავს/შემიმეცნებია და ამ დროს, კიდევ უფრო მწარედ და დაწვრილებით მახსენდება ყველა ის წელი და სეზონი, რომელიც არაფრისკეთებაში გავატარე.
ჩემი სახლი-ჩემი თავშესაფარი...
ადამიანები, რომლებიც ჩემს ახლანდელ საცხოვრებელ ფართში შემომიშვია, შემიძლია ორი ხელის თითებით დავითვალო და კიდევაც მომრჩება.
ჩემი ნაწერები- ჩემი ნამდვილი სახლებია
თანაც
არასტუმართმოყვარე
ნუ შემოდიხართ ჩემს სახლში დაუკითხავად.
მითუმეტეს, ნუ აღებთ კარადებს
აადგილებთ ნივთებს
და
ანიჭებთ მნიშვნელობებს.
პწიჩკები
წვეტიანი ჰაზრები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
ვაიმეეეე!!!!
არაჩვეულებრივი პოსტია.
გადავირიე.
რა მაგარია.
ძალიან მომეწონა.
"ჩემი ნაწერები- ჩემი ნამდვილი სახლებია"-კარგად გამოგდის ’სახლობანა’ :)
მადლობა, ხალხ < 3
Post a Comment