February 14, 2011
წერილი ადამიანს, ვისთან საუბარიც მენატრება
ლალობალო
საერთოდ, არ ვარ ის ტიპი,პირველყოფილ ემოციებზე დაყრდნობით რომ უყვარს ყველა ნათესავი. შენ იმიტომ კი არ მიყვარხარ რომ ბიძაშვილი ხარ, არც იმიტომ რომ კარგი ხასიათი გაქვს, ან იმიტომ რომ ჩემს ბავშვობასთან ასოცირდები.
იმიტომ მიყვარხარ რომ შენ შენ ხარ, თბილი, ალუბლისფერი და ძალიან ბავშვი.
შენზე პატარა ვარ და სულ იმას გეუბნებოდი და გტუქსავდი როდემდე უნდა ვიყო შემზე დიდი, ასე არ შეიძლება ცოტა გაიზარდე და გამოიბრძმედე თქო.
ზოგადად, ის დრო არ მიყვარს, ჩემი და შენი რუმმეითობა რომ დაემთხვა, სამაგიეროდ ეგ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მგონი მაშინ.საერთოდ მაქვს ამორეცხილი ყველაფერი იმის გარდა, როგორ ვიჯექით ხოლმე და სისულელეებზე ვლაპარაკობდით, გოჩას საქციელებზე ვნერვიულობდით და ვჩხუბობდით და ვბჭობდით, რანაირად უნდა მოგვეშორებინა თავიდან.
მერე გიგა გამოჩნდა და შენი თავი "წამართვა" და მეც მგონი დავიჯერე რომ მართლა შეიძლება ორ ადამიანს ასე კოკისპირულად უყვარდეს. სამწუხაროდ დროში გამოცდის საშუელაბა არ მოგეცა არც შენ არც მე და აზრზე არ ვარ როგორ უდნა დაგეხმარო, რაზე გელაპარაკო.
ჰხოდა ოდესმე შენც გადახვალ ალბათ მაქედან სადმე მარტო ბავშვებთან ერთად და მეც მოვცუხცუხდები ხოლმე საჭორაოდ. ახლა არ გამომდის, ვერ მიყვარს უცხო ხალხები, მძაბავენ.
გაკოცე ცხვირზე
პწიჩკები
პროექტი წერილები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
რა თბილია წერილია ))
კარგ ხასიათზე დამაყენა ))
Post a Comment