February 15, 2011

წვრილმანებზე


რა მარტივია ადამიანების გამოცდა.
ვერ ვიტან ნაძალადევ ღიმილებს და თავაზიან პასუხებს.
ტყუილებს კიდევ უფრო მეტად.
არასოდეს მღალატობს ინტუიციას რომ ეძახიან ის შეგრძნება
და მე ამის გამო საერთოდ არ მიყვარს ჩემი თავი.
უფრო მეტიც- არც სხვები არ მიყვარს--
ვინმე გინახავთ, დეკორაციები რომ უყვარდეს?
თეატრიც არ მიყვარს
(ყალბი ემოციები ყალბი ადამიანებისთვის, ყალბ სცენებზე)

რა მარტივია აიღო და სანაგვეზე მოისროლო.
მტვრების გადაწმენდა და გაპრიალება უფრო ტეხავს.
ხო რა, ვაზას ტეხავს.
თუ მაგას ლარნაკი ქვია?
ამ ჩემს კედებჩაცმულ ფეხებს, ჩემთვის ვაზაა.

ვერ ვიტან როცა ლაპარაკი და საქციელი განსხვავდება ერთმანეთისგან
აი რაღაც ისეთი
ბავშვები მოჩვენებითად რომ ტირიან ხოლმე და
თვალებზე ეტყობათ რომ სულაც არ ეტირებათ.
უბრალოდ მერე იზრდებიან და პირიქით მოქცევას სწავლობენ.
ვერ ვიტან რა, მაინტერესებს,
ოღონდ არა ჩემს ახლოს.
დისკომფორტია მსგავსი ჩაშავებული აურები
"ბლიოსტკების" არომატით
ნაღვლიანი კლოუნებივით რომ მოსჩერებიან
ჩემს მწვანე ცხოვრებას.


თქვენ აზრზე არ ხართ, რა კაიფია
რვა საათი გასტერილებულ ხელოვნურჰაერიან გარემოში
ხელთათმანით და ხალათით ჯდომის
უფანჯროდ მუშაობის მერე
ყინვაში გარეთ გამოსვლა ღრმად ჩასუნთქვა და ცაში ახედვა.
ზაფხული მალე თუ არ მოვიდა და მე თუ სადმე არ წავედი, მოვკვდები.
ფიზიკურად კი არა (ეგღა მაკლია სასტავს ღრმადმწუხარე სახეებით ჭორაობის საშუალება მივცე)
ემოციურად .

...........

ზოგჯერ ოცნებები ოცნებებად უნდა დარჩეს, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც მაინც იყოს საოცნებო.
ვერ ვიტან ჩემს თავს, როცა ვამჩნევ, როგორ შემოემსხვრევა ხოლმე იდეალები, ერთიმეორის მიყოლებით და როგორ ბეზრდება ყველა და ყველაფერი და როგორ მეცვლება გაფანატებითი დამოკიდებულებები დადებითით, მერე გაღიზიანებადობით და მერე სულერთიათი. რატომ გვანან ადამიანები ასე ერთმანეთს... მინდა რამე, უნიკალური, დეკორაციების გარეშე.

იქნებ ამას ჩემამდე ჩემი ქვეცნობიერი ხვდება და არასოდეს არ ვუახლოვდები ადამიანებს, რომლებიც იმდენად საინტერესო და უნიკალურები მგონია, რომ მეშჳნია, არ შემომემსხვრნენ ხელებში.

და გავრბივარ, უკანმოუხედავად, ფხაჭაგლეჯით, სამარცხვინოდ.

და იქნებ ამიტომ მეღიმება, როცა ჩემს განსაკუთრებულობაზე მელაპარაკებიან.ძალიან ჩვეულებრივი ვარ და სულაც არ ვწუხვარ, იმედები როცა გიცრუვდებათ, მაგ დროისთვის მე უკვე გაღიზიანებადობის სტადიაში ვარ ხოლმე გადასული.

ჯობია არასოდეს არ წავიდე ტაიტიზე, რაღაც მაინც ხო უნდა დამრჩეს ისეთი, რასაც შეიძლება მოეჭიდო. (ისე ხო ბარგი მაქვს ჩალაგებული, ლოლ).

.....

ვგრძნობ, როგორ მივაბიჯებ ჩითის კაბით ზაფხულის თაკარა მზით განათებულ მტვრიან გზაზე ფეხშიშველი, მიწის სიმხურვალე ფეხისგულებზე მკბენს, მაგრამ რბილია სასიარულოდ, ქვები არ მერჭობა. გზისპირებზე მინდვრებია, ხორბლის, დამწიფებული და მსუყე სუნი მოაქვს ქარს. ვჩერდები, ვიხდი ცხოვრებას, გველის პერანგივით, ვტოვებ და მივდივარ, უკანმოუხედავად.

.............................

კიდევ იმას ვგრძნობ, როგორ ინგრევა და იცვლება ჩემი სამყარო ელვის სისწრაფით, მე კი ვდგავარ და ვუყურებ.

...............................

კიდვე მინდა რაღაცეების დაწერა მაგრამ ეტყობა არაა საკმარისად გაემოციავებული, თორემ სიტყვების მოძებნა არ გამიჭირდებოდა. არც ტაგების დასმას აქვს აზრი. წვეტინი აზრების კრებულია ჯუსტ.
არადა ოდესმე გადავიკითხავ და ვერაფრით ვერ გავიხსენებ რატომ დავწერე ეს პოსტი.

1 comment:

Kate said...

ხპ ცივ ჰაერზე გამოსვლა მართლა კაიფია ხოლმე. მაგრამ ახლა მცივა და გამათბობელთან ვარ მიცუცქული.


შენ ამ პოსტზე არ იფიქრო, რაც მე ასე მაქვს პოსტები ნაწერი :დდდ