დადგება დრო, როცა ჩვენი მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით დაიხოცებიან და დარჩება სიცარიელე, რომელსაც ვეღარაფერი შეავსებს.
და ერთადერთი ფიქრი ისღა დარჩება,--როდის მოვა ჩვენი რიგი?!
იყო დრო, როცა ყველანი ბავშვები ვიყავით
მერე მოვიდა დრო როცა უნდა აგვერჩია, ვინ და რანი ვიქნებოდით
ახლა გამრავლების დრო გვაქვს და ურთიერთობების
მერე... მერე არ ვიცი რისი დროები იქნება (რა კარგია რომ ფსიქოლოგიაში ჩემი განათლება ნულის ტოლია)
მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩემი თაობა კვდომას დაიწყებს
"როცა მშობლები გიკვდება, მაშინ ხვდები, რომ აწი შენი რიგი მოვიდა"-ჩემი მეგობარი.
ადამიანების უმრავლესობა არასოდეს არ ფიქრობს სიკვდილზე სერიოზულად მანამ, სანამ "მისი რიგი" არ მოვა.
როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ბაბუაჩემი თუშეთის მღვდელი იყო და მხოლოდ შვილების ნახევარი მონათლა. არც მე ვარცხვენ მის მემკვიდრეობას, მწამს, ოღონდ, ისე, ფრთხილად და ორიგინალურად და არ ვარ დარწმუნებული, მართლმადიდებლური სამოთხე-ჯოჯოხეთის ვარიანტი უფრო მომწონს, კათოლიკური-სალხინებლის დანამატით თუ საერთოდაც, რეინკარნაცია მირჩევნია. თუმცა იმაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სადღაც, რაღაც არსებობს. (რაც ხელს არ მიშლის იმაში, რომ დაინტერესებული ვიყო ათეისტებით, რომლებმაც იციან, რატომაც არ სწამთ).
- ის ანეგდოტი იცით?
კაცი მოკვდება და ექსკურსიაზეა საიქიოში, გიდი უხსნის
-აქ კათოლიკეები არიან, აქ მაჰმადიანები, აქ ბუდისტები.. უიუი, ჩუმად, აქ ფრთხილად გაიარე ხმა არ ამოიღო
რატომ?-- კითხულობს კაცი
--აქ მართლმადიდელები არიან, გონიათ, რომ მარტოები არიან და არ "ვუტეხავთ".
- ჩემს ყველაზე შეჩვეულ და მომშინაურებელ მეგობარს კონტრაქტი დავუდე, ჩემზე ადრე არ უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ სიცარიელეს ვერ გადავიტან.
არ ვტყუი, მართლა ვერ გადავიტან, გავტყდები, დავიშლები და ჰაერში გამოვეკიდები, ის რომ გაქრეს. გცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ, არსებობას-კი.
მე არ მინდა ვნახო, როგორ დამარხავენ ჩემს ორ გადარეულ და საუკეთესო მეგობარს.
მე არ მინდა ვნახო, როგორ ქრება ნელ-ნელა ჩემი თაობა, ქორწილების და სამშობიაროში ვიზიტების შემდეგ სასაფლაოებზე სიარული არც ისე მომხიბლავია.
მე არ მინდა, ვნახო სიბერე.
ვძრწუნდები იმის გაფიქრებისთანავე, რომ დავბერდები, უსუსური გავხდები.
მე მიყვარს სიცოცხლე, მანამ, სანამ "ვცოცხლობ" და არა "ვარსებობ" და მინდა, სიცოცხლის დამთავრებასთან ერთად სიკვდილიც დადგეს.
3 comments:
davizabe :| uuf
magram sikvdils verafers vuzavt da verc ganvitarebis etapebs romlsac yvela ertnairad gadis : )
ჩორვენს ვეთანხმები.
თან რაც უფრო მოხუცდები, მით უფრო ტკბილად გეჩვენება სიცოცხლეო, გამიგია მოხუცებისგან და რავი...
პ.ს. უუუმაგრესი ანეკდოტი იყო :D
ამ პოსტს არ წავიკითხავ!!! გადავავლე თვალი და წაკითხვა არ ძალმიძს.
Post a Comment