- შუაღამისას კოცონის გვერდზე წოლა და ვარსკვლავებიანი ცის ყურება
- დილით, კარავიდან რომ გამოხვალ ახალგაღვიძებული, კოცონზე ვიღაცას უკვე აუდუღებია წყალი, ყავას იკეთებ, პარალონს გამოათრევ, ყავას აგემოვნებ, შიშველი ტერფებით ბალახს ეხები, მზე გათბობს, ჰაერში ტყის სუნი დგას და შენ ნელ-ნელა ფხიზლდები.
- ზამთარში, უხვად რომ ბარდნის, გარშემო სითეთრეა, ხავერდოვანი სიჩუმე და ჰაერი ცინცხალია და სასიამოვნოდ ცივი.
- კახეთში ხეზე აფოფხება და ალუჩის, ან ბლის ჭამა პირდაპირ, დაუკრეფავად.
- ზღვაზე გასვლა მაშინ, როცა არავინ არაა, თბილ ქვიშაზე დაჯდომა და ჩამავალ/ამომავალ მზეზე ნებივრობა.
- კრუტუნა კატა კალთაში
- წალამზე შემწვარი მწვადები, საფერავის ღვინო და შოთის პურები, მეგობრები და სექტემბრის თბილი დღე. (ან სხვა ნებისმიერი დღე)
- თხელი ფრიალა კაბა ზაფხულობით.
- კიტრის და პამიდორის სალათა, პეტრუშკით, რეჰანით, ცოტა ზეთით და მარილით და წვენს რომ გაუშვებს, ნამ.
- ფოტოგადაღების პროცესი.
- ახალი ადგილების ნახვა და ხელისგულებით დამახსოვრება (ანუ, ხელისგულით შეხება იმ ნივთთან/ადამიანთან/მცენარესთან/კედელთან და ა.შ. რაც მოგვეწონა და შეგრძნებების დამახსოვრება).
- მუსიკის მოსმენა+სიარულისიარულისიარულისიარული.
January 26, 2011
რაც მიყვარს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
katis da zgvis punqtis garda + chemic yvelas
varskvaviani ca :(
ramdeni celia varskvlaviani ca ar minaxavs
ai iseti sofelshi rom iko, gadachedili
პირველი :ს
მეორეც :ს
შე მართლა პეტრუშკა :დდდდ
ნიახური :დ
ხოდა ეგ ყველაფერი მეც რა. :უსერ:
Post a Comment