January 30, 2011

წერილი პირველი- საუკეთესო მეგობარს


ამ პროექტს გადავაწყდი და მეც მომინდა...
ასერომ, გაემზადეთ 30 წერილისთვის..
ტოესწ, მე გავემზადები.

ყველაზე-ყველაზეს ანუ?
და მე რომ სამი ცალი მყავს ასეთი?
ნინო, მარი და გუდა

არ შეიცვალოთ, მუდამ ასეთები დარჩით, როგორსაც მე გიცნობთ,თქვენი ხასიათის იმ თვისებებით, მე რომ მიყვარს და ვაფასებ, ხანდახან კი ვნატრობ,მეც ვიყო თქვენსავით ენერგიული, კეთილი, დამთმობი, მზრუნველი, დაუღალავი, თბილი, შრომისმოყვარე, ჭკვიანი, ნიჭიერი, მშვიდი, თბილი აურით...

თქვენ ის გამონაკლისები ხართ, ვინც ზუსტად ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მართლა ვერ ვხვდები, რით დავიმსახურე ასეთი კარგი მეგობრები.

მიყვარხართ.

No comments: