January 19, 2011
ადგილები, რომლებიც "შენია".
შატილში რომ ჩავედი პირველად, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სახლში დავბრუნდი დიდი ხნის განშორების შემდეგ. ყველაფერი რატომღაც ძალიან მშობლიური, ნაცნობი და სიმშვიდისმომგვრელი იყო, სიახლის არანაირი განცდა არ მქონდა, ერთადერთი რასაც ვფიქრობდი- რატომ ვგრძნობ აქ თავს "სახლში"? ტურისტივით კი არა, ძველი მოსახლესავით დავდიოდი, რომელიც წლების წინ ბარში ჩავიდა და როგორც იქნა, გადაწყვიტა, ძველი ადგილი მოენახულებინა.
მეორე დღეს წამოვედით, სხვები თბილისში ბრუნდებოდნენ, მე შატილს ვტოვებდი და ვიცოდი, რომ აუცილებლად ჩავაკითხავდი ისევ.
ასეთი რაღაც საქართველოს არც ერთ კუთხეში არ მიგრძვნია.
ეს კი კორფუა, კუნძული სადაც პატარა ჯერალდ დარელი ცხოვრობდა და სადაც იმ წიგნის ისტორია დაიწყო, მე რომ საბერძნეთის ეს ნაწილი შემაყვარა.
და ვიცი, რომ ოდესმე თუ კორფუზე მოვხვდი, ზუსტად ასეთივე შეგრძნება მექნება, სახლში დაბრუნების. არაუცხოობის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
შატილი მართლაც გენიალური ადგილია. მუცოზე რომ ახვალ და იქიდან გადმოიხედავ ან შიშისგან გაფშიკავ ფეხებს ან სიამოვნებისაგან. ნუ ცოცხლად დაბრუნების პროცენტი 0.02%–ია ისიც მაგარი ტიპებისთვის(ჩემნაირებისთვის :))
ნამყოფი ვარ მუცოზე, ძალიან ლამაზია, საშიშად არ მომეჩვენა : )))
დიახ არის ეგეთი ადგილები რომელიც შენია. თავიდანვე ან პირველივე ჩასვლის შემდეგ და საერთოდაც ბუნება ყველასია მთავარია ეს იგრძნო
ჩვენ კიდევ ამ ბეტონში ვარ გამოკეტილები
Post a Comment