ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრებაზე, მე სანამ ოცნებას დავიწყებდი, თავისთავად "შემომეცხოვრა", ხან რუმმეითებთან ერთად, ხან სრულიად მარტო, ხან ძმასთან ერთად, ყოველგვარი უფროსების, მშობლების და მზრუნველობების გარეშე.
დამოუკიდებელი ცხოვრებისას
- კომუნალური გადასახადები თქვენი გადასახდელია(მე დღემდე ვთვლი რომ "მაყაჩაღებენ" უაზროდ ეს გადასახადები :D )
- სახლში მოსვლისას არავინ გახვედრებთ ცხელ საჭმელს
- სახლი თავისთავად არ ლაგდება, ის თქვენ უნდა დაალაგოთ, გარეცხოთ, ნაგავი გაიტანოთ და ა.შ.
- ავად თუ გახდებით ვერავინ მოგივლით
- გადასახადების გადახდისას მეტ-ნაკლებად ეჩვევი ბიუჯეტის დაგეგმვას
- ჯანდაბას ცხელი საჭმელი როცა არსებობს პიკული და საერთოდაც საკუთარი ხელით გაკეთებულ საჭმელს არაფერი ჯობია.
- სახლის გენერალური დალაგება მხიარული მუსიკის ფონზე კვირაში ერთხელ არ მოგვკლავს. +ყოველდღიური (ხო, კაი ორ დღეში ერთხელ) წვრილმანი საქმეები კალორიებს წვავს.
- წასვლა-მოვსლა-დაგვიანებზე ისტერიკას არავინ იმართებს
- სახლში ყველა ნივთი იქ დევს, სადაც შენ გინდა და როცარამე დაგჭირდება უცაბედად არ აღმოჩნდება რომ ის სადღაც გადაუდია ვიღაცას.
- ტელევიზორი სამუდამოდ დუმს ან მხოლოდ მაშინ და იმ არხზეა ჩართული, რაზეც შენ გინდა, კომპთან ჯდომისას არ გჭირდება ნაუშნიკების ხმარება.
- თუნდაც ღამის სამ საათამდე იჯექი კომპთან, მერე მთელი იძინე, სახლში სრული სიმშვიდე და ჰარმონია იქნება და არავინ არ დაარახუნებს დილით კარებებს, ააჩხრიალებს წყალს, აახრიგინებს თეფშებს.
- შეგიძლია ნებისმიერ დროს დაპატიო დაქალები პიჟამა ფართიზე, დალიო ლუდი, იჭორაო და ამ დროს ხმის დაბლა დაწევა სულაც არაა საჭირო.
- სამზარეულოში ყველაფერი იქ და ისე დევს როგორც შენ გაგისწორდება (ეს ძალიან ,ძალიან მნიშვნელოვანია, დამერწმუნეთ. რამის კეთებას რომ დაიწყებთ მერე მიხვდებით).
- აბსოლუტურად არავის არ უნდა შეუწყო ხასიათი.
- ზაფხულობით შეგიძლია იძინო შიშვლად და აბაზანის მერე არაფერში არ გაეხვიო.
- შეგიძლია გყავდეს ცხოველი და ამისთვის სხვის აზრს არ დაეკითხო.
ამ ყველაფრის მერე ძალიან ძნელია, ფაქტიურად შეუძლებელია ისევ დაუბრუნდე "ნორმალურ" ცხოვრებას, განსაუთრებით თუ შენ ინტროვერტი ხარ და მარტო ყოფნა მოგწონს.
10 comments:
აი , რატომ მიდნა მარტო ცხოვრება :|
ლოლ, ეგრეა :) მაგ დღეში ვარ მეც
ვოცნებობ მარტო ცხოვრებაზე :(
ვცხოვრობდი მარტო.. არა, მთლად მარტო არა, რუმმეითებთან ერთად.. მოდი მეც ჩამოვთვლი pros & cons მარტო ცხოვრების, ლადნა? :)
პროს:
1. ყველაზე მთავარი: დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლია სახლში მიხვიდე ან წახვიდე და ამისთვის სხვების გაფრთხილება და ახსნა-განმარტებები არ არი საჭირო..
2. მეორე ნასკის პრობლემა არასდროს არ გაწუხებს (იხ. ბმული:
http://knitting.about.com/b/2008/03/19/do-you-suffer-from-second-sock-syndrome.htm)
3. შეგიძლია მაცივრიდან გამოღებული სუპი ცივად შეჭამო და ამისთვის არავინ გდღლიზავს თავში და არ აგიხსნის რამდენად ღორი ხარ :D
4. სახლში ვინმეს მიყვანას თუ დააპირებ, ახსნა არ ჭირდება ვინ არი და რისთვის მოვიდა..
5. უპრობლემოდ შეგიძლია თებერვალში გაფენილი სარეცხი მარტის ბოლოს აკრიფო :)
6. არავინ მოგცემს შენიშვნას თუ მაგალითად ჯერ ნამცხვარს შეჭამ და მერე დააყოლებ სასისკს და არ გაიმეორებს მესამე პუნქტის ბოლო ნაწილს :D
და ესე.. უსასრულოდ შემიძლია ვწერო..
რაც შეეხება კონს:
1. შენი გასაუთოვებელია ყველაფერი, რაც საშინლად გამომდის, სამაგიეროდ საროჩკებზე მარტო საყელო და მაჯების გაუთოვება მშვენიერი გამოსავალია ;)
2. ხანდახან გრძნობ, რო მარტო ხარ.. ძაან მარტო.. გჭირდება ვინმე, მარა სად არი.. :)
3. თუ სარეცხი გაფენილი დაგრჩა, წვიმაში არავინ აკრეფავს და ახლიდან გასარეცხი უნდა გაგიხდეს :(
4. არავინ არ გეტყვის, რო საჭმელი გაფუჭდა, სანამ შენ თითონ არ გასინჯავ.. :D
აი სულ სხვა რამეა რუმმეითებთან ერთად ცხოვრება..
გიწევს აიტანო შენი მაიკის გვერდზე გაფენილი სხვისი ტრუსიკი (გადასც..)
ნაგვის გატანაზე და ტუალეტის დალაგებაზე ყველა სახლში მაცხოვრებლის შეგროვება გიწევს, შენ ხო არ დაულაგებ :)
შეიძლება კატასტროფას უსმენდეს 24/7 და ამისთვის ყვირილი გიწევს - turn your fucking mughami off!
შეიძლება ბოლო ერთჯერადი ყავის კონტეინერი, უნიში რომლითაც უნდა გავარდე ნახმარი დაგხვდეს..
და ა.შ. და ა.შ. :)
პ.ს. ბევრი ვწერე, უკაცრავად.. :) მარა ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო :D
ძალიან მომეწონა 6 ნომერი :დ სულ მაგის პრობლემა მაქვს. :დ
განსაკუთრებულად მაწუხებს აბაზანაში შესვლის და იქიდან გამოსვლის ჩაცმულ-დახურული ჩემი ვერსია
zustad igive gamocdileba :))
marto vcxovrobdi 3 tve da roommatebtan (studentebi.ge) ertad kide 1,5 celi.
აუუ მომინდააა, მე ეს არასოდეს მქონია, მხოლოდ რამოდენიმე თვით როცა "გასტროლებზე" საზღვარგარეთ ვარ ან რამოდენიმე კვირა როცა ზღვაზე ვარ
არადა კარგია!!!!
ვაჰ, ახალი პოსტის იდეა! :)
აუუუუუუ, როგორ მინდა მარტო ცხოვრება:(((((((((((((((((((((
Post a Comment