January 20, 2011

Ordinary




ხანდახან ისე ძალიან მინდა პრიმიტიული ადამიანი ვიყო, პრიმიტიული აზროვნებით, ფასეულობებით, მისწრაფებებით და სურვილებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მინდა ვერ ვხედავდე სხვა გზებს, სხვა სახლებს, სხვა სამყაროებს.

არ ვაკეთებდე არჩევანებს, არ ვფიქრობდე, არ ვცხოვრობდე.

ხანდახან ისეთი ადვილია, უბრალოდ, იარსებო, მაგრამ მე არ გამომდის არსებობა, და თუ გამომდის, აუტანლად მტკივა, იმიტომ რომ აზროვნების შეწყვეტა შეუძლებელია.

ხანდახან ისე ძალიან არ მინდა გაზრდა, შესაძლებელი რომ იყოს გავიხდიდი ცხოვრებას და ზაფხულის მზის პაპანაქებაში, მტვრიან გზაზე დავაგდებდი.

რა მსუბუქი ვიქნებოდი მაშინ...

და იქნებ მოხუცები იმიტომ დადიან მოხრილები, რომ გავლილი ცხოვრება ამძიმებთ.

მაშინაც კი, როცა ყველაფერი იდეალურადაა, გზებს ვხედავ და ვერ ვწყდები გზების ძიებას.


ჩორტ, რა ბედნიერები არიან პრიმიტივები, მეც მინდა!

პირველყოფილი, ძირითადი ინსტინქტები დაუკმაყოფილე და ვსო, აღარ უნდათ არაფერი.

აბა მე რატო ვითხოვ ემოციების ფეიერვერკებს, შთაბეჭდილებებს, გამოცდილებებს, მრავალფეროვნებას და ყველაფერი ის, რაც რუტინულია და სტაბილური, ძალიან მაშინებს...სტაბილური ბედნიერება და კარგად ყოფნაც მბეზრდება და ახალს ვითხოვ.

ჩორტჩორტჩორტ
.......................................

3 comments:

tamusia said...

dges pirvelad vnaxe tqveni blogi, dzalian momewona :)

პერწკლი said...

მადლობა :* ოღონდ შენობით მომმართე აწი, მე ჯერ სულ რაღაც 25 წლის ვარ და თანაც ეს პეპისბლოგია :D

Gigoli said...

გაგივლის :)