როცა თითის წვერებში ჟრუანტელები მივლიან, ესეიგი, საქმე ძალიან ცუდადაა, ამიტომ დროა ავდგე და საკუთარ თავს გავეცალო.
გზას დავადგე, ვიარო, ძალიან ბევრი, იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი.
მერე ისევ ავდგე და გზა გავაგრძელო.
იქ, სადაც ხეები მწვანეა
ცა ლურჯი
ადამიანები ამ სიმწვანეში და სილურჯეში ითქვიფებიან, ირევიან და საკუთარ თავებს ისე კარგად კარგავენ, რომ მერე სულ სხვა ვინმეებს პოულობენ.
იქ, სადაც ყველა ერთ- საკუთარი თავის გადამრჩენთა კასტას მიეკუთვნება
და პარიები
თავისთავად ვარდებიან გზის პირას დაჭაობებულ ტალახებში.
მოდი, მე ახლა მოვკვდები
და
ზაფხული რომ მოვა, გამომაღვიძე
მითხარი, რომ მზე ამოვიდა,
რომ დროა ჩანთა ჩავალაგო და
ბილიკებს შევუყვე.
როდემდე?
სანამ ცოცხალი ვარ, დასასრულამდე.
სადამდე?
თავგადასავლამდე, სიკვდილამდე, სიყვარულამდე.
რისთვის?
საკუთარი თავის გადასარჩენად.
ისუნთქე, პერ, ისუნთქე.
გზას დავადგე, ვიარო, ძალიან ბევრი, იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი.
მერე ისევ ავდგე და გზა გავაგრძელო.
იქ, სადაც ხეები მწვანეა
ცა ლურჯი
ადამიანები ამ სიმწვანეში და სილურჯეში ითქვიფებიან, ირევიან და საკუთარ თავებს ისე კარგად კარგავენ, რომ მერე სულ სხვა ვინმეებს პოულობენ.
ნუნისი |
იქ, სადაც ყველა ერთ- საკუთარი თავის გადამრჩენთა კასტას მიეკუთვნება
და პარიები
თავისთავად ვარდებიან გზის პირას დაჭაობებულ ტალახებში.
თუშეთი |
სათაფლია |
ქუთაისი |
ხარაგაული |
- ბალახის სუნი მომენატრა.
- ზაფხულის მწველ მზეზე, მიწაზე წოლა და ზაფხულის ხმები.
- ფეხის თითზე შემოცოცებული ჭიანჭველა.
- ფეხისგულების ტკივილი, ხმელ მიწაზე გავლისას.
- ცივ მდინარეში ჭყაპუნი.
- ძალაგამოლეულად ფერდობზე დაფერთხება და ზურგჩანთის მოუხსნელად ქიშმიშის ძებნა, გასაკვნეტად.
ხარაგაული |
ტყე ,მდინარე |
ბანაკი ნუნისში |
თუშეთის დაკარგული ბილიკი |
Fuck Off |
- თმა, გადაწეული და კეფაზე გამოკვანძული.
- თმის საჭერი, საქამრეზე შებნეული და რეზინი, მაჯაზე გაკეთებული, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი, რა ხდება.
- უცნობი მასპინძლის მიერ მოდუღებული ყავა.
- გზის პირას დგომა გაშვერილი ხელით, ავტოსტოპის მოლოდინში.
- დღეები, როცა არ იცი, სად დაგიღამდება, როგორ, რანაირად...
- მოლოდინების ჟრუანტელები და კითხვა: "რა ჩავალაგო" ზურგჩანთის ყველა ჩალაგებისას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენედ ისა...
მოდი, მე ახლა მოვკვდები
და
ზაფხული რომ მოვა, გამომაღვიძე
მითხარი, რომ მზე ამოვიდა,
რომ დროა ჩანთა ჩავალაგო და
ბილიკებს შევუყვე.
როდემდე?
სანამ ცოცხალი ვარ, დასასრულამდე.
სადამდე?
თავგადასავლამდე, სიკვდილამდე, სიყვარულამდე.
რისთვის?
საკუთარი თავის გადასარჩენად.
ისუნთქე, პერ, ისუნთქე.
2 comments:
რა მაგარია ესე რომ გიყვარს და არ გეზარება. თუმცა, რაც გიყვარს ის, ალბათ, არასოდეს დაგეზარება...
მწვანე სურათებს შევნატრი <3
შემთხვევით შემომებოდიალა ამ ბლოგზე, როგორ მესმის შენი რო იცოდე განსაკუთრებით კი აი
"ძალაგამოლეულად ფერდობზე დაფერთხება და ზურგჩანთის მოუხსნელად ქიშმიშის ძებნა, გასაკვნეტად."
ამის შემდეგ კი ჩანთასაც რო მოიხსნი ისეთი შეგრძნებაა რო თითქოს სადაცაა აფრინდები :))
ნუ ავტოსტოპით მგზავრობას ჰო ვერ შეადარებ ვერაფერს :)))
Post a Comment