August 22, 2011

ვარკეთილი vs საბურთალო


უფრო ზუსტად, ვარკეთილის II მკ/რნ vs ვაჟას კვარტალი


ცხოვრების საფასური
  • ვარკეთილში ბევრად უფრო იაფია პროდუქტი (ოღონდ ბაზარში, რომელიც ყურისძირშია)
  • საბურთალოზე... პროდუქტია ძვირი, სამაგიეროდ მაღაზიაშია კომფორტულად დალაგებული.
ტრანსპორტი

  • თუ ღამის თორმეტ საათამდე გადაწყვიტეთ სახლში დაბრუნება, 149 ყველგან მიდის :D
  • აი თუ თორმეტს გადააცილე, ტაქსი ვაჟამდე ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ვარკეთილამდე
  • ვარკეთილამდე მისვლას უფრო მეტი დრო უნდა ვიდრე ვაჟამდე (ათვლის წერტილი: ძირითადი საბოდიალო ადგილები)
მეზობლები
  • ერთნაირი ინტენსივობით ათვალიერებენ/ათვალიერებდნენ ჩემს გაფენილ თეთრეულს, აბარებდნენ დედაჩემს ანგარიშებს- რამდენი მდედრი/მამრი შემოვიდა ბინაში და რომელ საათებში.
  • ზუსტად ერთნაირად აფერფლებენ სარეცხზე, ისვრიან კარადებს ჩხუბისას და თან მაინცადამაინც შუაღამისას
  • ზუსტად ერთნაირად წიოკობენ როცა წყალს უშვებ მეზობელთან და ზუსტად ერთნაირად კიდიათ ის, რომ მაგათგან წყალი ჩამოგდის, სანამ პოლიციიით ან ძმით არ დაემუქრები.
საცხოვრებელი გარემო
  • ვარკეთილში ბევრი მწვანეა, სუფთა ჰაერი, სკვერები, ეზოები ძირითადად გამწვანებულია,იქვეა თბილისის ზღვაც და ზოგადად, დიდი სივრცეა.
  • ვაჟაზე მარტო ცოტაოდენი სიგრილე და ქუჩის შუაში ამოსული საწყალი ხეები შეინიშნება. ეზოები უმეტესად ისეთია, იტირებ :/ თუმცა, გააჩნია სად ცხოვრობ. მაგალიტად, ჩემი კორპუსის ეზოში ამაყად ყვავიან ნარკომანების შპრიცები და იქვე ბავშვები დარბიან.
მოხერხებულობები
  • ვარკეთილში.. მმმ, არაფერიც არაა მოხერხებული, იაფ საჭმელს და ბევრ საბოდიალო ადგილებს თუ არ ჩავთვლით, ბავშვის გაზრდაც უფრო მარტივი უნდა იყოს, სასეირნო ადგილების ამბავში. თუმცა, ვაღიარებ რომ იქიდან სამარცხვინოდ გამოვიქეცი როგორც კი გასაქცევი გამომიჩნდა.
  • ვაჟაზე- ყველაფერი ახლოსაა. მისვლა-მოსვლა უფრო ადვილია, 24/7 მაღაზია ახლოსაა და ღამე გარეთ გასვლისა არ გეშინია.
ხოდა ასე...

5 comments:

Kate said...

ხოდა დასკვნა: მე მიყვარს ჩემი ზმპრტალო <3
შპრიცები ჩემთანაც უხვად ყრია :)))

taa said...

saburtaloze ufro iafi girs produqti vidre naxalovkashi

orivegan vcxovrob da amitom vici

shpricebi kide yvelgan kria

პერწკლი said...

რაშუაშია ნახალოვკა :D

Kate said...

კაცო, ის ცხოვრობს მანდ და შეადარა ვახ. :დ

Dreamar said...

კარგი შედარება იყო :პ უმეტესობა ალბათ შენნაირად მოიქცეოდა. გამოქცევას ვგულისხმობ :)