- დედაჩემია ცუდად კატის გამო, ალერგია აქვს. კატა კი ჩემი მიყვანილია და თვლის რომ კატის ბეწვი გადაყლაპა და მე ისა...
- ანუ, საყვარელი კატა უნდა გავაჩუქო. გავიმეტო ვიღაც უცხოებისთვის რომელიც არც კი ვიცი როგორ მოექცევიან.
- კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანია ძალიან ცუდად და არ ვიცი როგორ იქნება.
- საუკეთესო მეგობარს თითქმის აღარ ვეკონტაქტები.
- ბიძაშვილია ჩამოსული და არ მინახავს, არც ის იჩენს ინიციატივას და მეც ვდუმვარ.
- ცხოვრებაში პირველად, ლაშქრობაში, ქალაქიდან გასული, თბილისის რეალობას ვერ მოვწყდი.
- ერთკვირიანი შვებულება ჩამეშალა, იმიტომ რომ თანამშრომელს აუდგა და დაგეგმილი 6-ს მაგიერ პირველში გავიდა შვებულებაში, შესაბამისად, სექტემბრამდე არაფერი მეჯღანება.
- ცხოვრებაში პირველად, ჩემთვის ყველაფერი სულერთია, მინდა რომ გავქრე.
მე ცუდად ვარ, და მიუხედავად იმისა რომ ამის აღიარება მრცხვენია იმიტომ რომ ცუდად ყოფნა "ტეხავს", ზედმეტად ცუდად ვარ იმისთვის რომ კარგად ყოფნა ვითამაშო.
პ.ს. არადა ხომ ვიცი, ვიღაცისთვის ეს მიზეზები შეიძლება სასაცილოც იყოს და ამაზე კიდევ უფრო ცუდად ვხდები, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა მეც გამეცინება ამაზე, იმიტომ რომ "უკეთესი" მიზეზები მექნება.
1 comment:
"და საერთოდაც, რატომ გვავალდებულებს საზოგადოება, ვიყოთ კარგად?
მე ცუდად ვარ, და მიუხედავად იმისა რომ ამის აღიარება მრცხვენია იმიტომ რომ ცუდად ყოფნა "ტეხავს", ზედმეტად ცუდად ვარ იმისთვის რომ კარგად ყოფნა ვითამაშო.
პ.ს. არადა ხომ ვიცი, ვიღაცისთვის ეს მიზეზები შეიძლება სასაცილოც იყოს და ამაზე კიდევ უფრო ცუდად ვხდები, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა მეც გამეცინება ამაზე, იმიტომ რომ "უკეთესი" მიზეზები მექნება. "
აი ეს აბზაცები ჩემი დაწერილი მეგონა. ოღონდ მართლა. :((
Post a Comment