August 08, 2011

08.08.11

გა-ვი-გეთ!!!!

რა დებილურ-სენტიმენტალური ნიუსებია, რა დებილურდეგენერატული ავატარებია, რა კრეტინული გამოხატვებია ამ ყველაფრის, გა-ვი-გეთ და მორჩით თუ შეიძლება პეროების ქნევას და შეჯიბრს აბა ვის უფრო :/



დღეს წავაწყდი ერთ მოწოდებას, "დაგვეპყრო" აფხაზეთი ომით და "გაგვეგდო" იქ მცხოვრები აფხაზები.

მეზიზღება ყველა ომი, ცალ ფეხზე მკიდია რომელი ზეაღმატებული იდეის გამო იხოცებიან და უსახლკაროდ რჩებიან მშვიდობიანი ადამიანები. ყველა ომი ერთადერთი, პირველყოფილი, ტერიტორიის დაპატრონების ინსტინქტითაა გამოწვეული და სულ ცალ ფეხზე კიდია ყველა და ყველაფერი, უბრალოდ, დებილი ადამიანებისთვის "ფუთავენ" ლამაზ-ლამაზ იდეებად.

და იქვე ეწერა ფრაზა "ერთმორწმუნე რუსეთი"...

როდის უნდა გადალახოთ რელიგიის მიერ მოხაზული საზღვრები და ბოლობოლო გახდეთ ცოტა, ცოოოტა უფრო თავისუფლები, არ ზომოთ ადამიანები/ერები იმის მიხედვით, ერთმორწმუნეა თუ რვამორწმუნე თუ საერთოდ არ ადარდებს მსგავსი ამბები?

აი, ჩემს ნაცნობს რუსეთთან მეგობრობა ურჩევნია ამერიკასთან მეგობრობას მხოლოდ იმიტომ, რომ "მორწმუნე ლოთი ჯობია"-ო.

დღემდე, ღამე თვითმფრინავის ხმა რომ მესმის, ტანში მაჟრჟოლებს და ინსტინქტურად თავშესაფარს ვეძებ.

კიდევ გინდათ?

მე არა

წადით ერთმანეთს დაუმიზნეთ და თავები დაიხოცეთ, ასე აჯობებს :/


როდემდე უნდა ეწირებოდეს ამდენი სიცოცხლე პირველყოფილ ინსტინქტებს?

პ.ს. ოდესმე, საზღვრები საერთოდ რომ გაუქმდეს, რა მოხდება ნეტა?

პ.პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ პოსტი დაწერილია არაპოლიტიკური ადამიანის მიერ, რომელსაც მაკედონელი, ნაპოლეონი, ვატერლოო და 300 არაგველი სკოლის მერე არ გახსენებია :)

3 comments:

katerina said...

გიერთდები. პაციფისტებო ყველა ქვეყნისა შეერთდით:)

გურამი said...

მმ.. პაციფისტი მგონია მეც თავი, მარა ვირტუალური ომები რომ მომწონს, არა ვარ ესე იგი? :) ზნაჩტ არა ვარ, იმიტომ რომ დიახაც, ჩვენი ჩვენთან უნდა იყოს.

Kate said...

აუ მეც მიმაწერეთ მაგ სიას რა. ტვინი წაიღეს უკვე.